გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

IPB
2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> თევზაობა მონსტრებზე
SHO
პოსტი Apr 9 2012, 04:32 PM
პოსტი #1

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



თევზაობა მონსტრებზე




ძველ ხანაში კაცობრიობა დარწმუნებული იყო რომ ოკეანეებში, ზღვებსა, ტბებში თუ მდინარეებში მონსტრები ცხოვრობნენ, რომლებიც რეგულარულად იკვებებოდნენ შინაური ცხოველებით და ადამიანებითაც კი!
თანამედროვე მეცნიერების განვითარებამ მითების უმეტესობა რა თქმა უნდა განაქარწყლა, მაგრამ ბევრი მათგანი თურმე სიმართლე ყოფილა და აღმოჩნდა რომ წყლის მონსტრები მართლა არსებობენ.
დღეს დღეობით ყველაზე ცნობილი მონადირე წყლის მონსტრებზე არის ბიოლოგი და ჩვენი კოლეგა მეთევზე ექსტრემალი ჯერემი უეიდსი. მან ანკესით ხელში შემოიარა თითქმის ყველა ის ადგილი დედამიწაზე, სადაც მონსტრების ბინადრობაზე და მათი ადამიანზე თავდასხმის ფაქტი იყო დადასტურებული.
გთავაზობთ ფოტო რეპორტაჟს ჯერემი უეიდსის თევზაობიდან მონსტრებზე. პირადად მე ამ კაცის ძალიან მშურს... თქვენ? wink.gif



ალბათ ყველაზე დიდი რაოდენობით მონსტრი თევზები ამაზონიაში გვხვდებიან. წითელი (წითელმუცელა) და შავია პირანია, ყველაზე ცნობილი და გაპიარებული მონსტრები.




ესეც ამაზონიელი პაიარა . მისი შესახედაობა თავისთავად ყველაფერზე მიგვითითებს, ამბობენ ადამიანს არ ერჩისო თუმცა ადგილობრივი ინდიელები სულ სხვა აზრზე არიან.




მორიგი მეგობარი ამაზონიიდან -ელექტრო გველთევზა-. ამ აბსურდული შესახედაობის თევზმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა...




პაკუ -ამაზონია. ესხმის ადამიანს იშვიათად, მაგრამ რა დღეში ჩააგდებს საცოდავს მგონი ღიმილზე ეტყობა.




ამაზონიის გიგანტი არაპაიმა. მან არაერთი ზედმეტად თავ დაჯერებული მეთევზე ნავიანად გაიტაცა და ჩაძირა..




მონსტრი ქარიყლაპია ჩრდილო ამერიკიდან ალიგატორ გარ. მის სინდისზე ძირითადა შინაური ფრინველები და მცირე ზომის ცხოველების სიკვდილია, თუმცა ადგილობრივები მას რამოდენიმე ბავშვის სიკვდილშიც ადანაშაულებენ.




ვერასდროს გავიგებ იმ ადამიანების, რომლებიც ბანაობენ მდინარე კონგოში (აფრიკა), აქ ხომ ტერაპონ გოლიაფი ბინადრობს..




მონსტრი ლოქო გუნჩი ჩრდილო ინდოეთიდან. ადგილობრივები ამტკიცებენ რომ იგი ქალიშვილებს ჭამს.. ინდური კინოა რა biggrin.gif




შეაჯვარეთ ზვიგენი, სქაროსი და ბენზოხერხი. მიიღებთ ჩრდილო ავსტრალიაში მობინადრე ძალიან იშვიათ ხერხთევზას. მისი თავდასხმის შემდეგ რამოდენიმე მეთევზე სისხლით დაიცალა..




ახალზელანდიური გველთევზა. იზრდება თითქმის 2 მეტრი. ცნობილია იმით რომ ესხმის ადამიანს თავს ერთდროულად 5 და მეტი ეგზემპლიარი.




გიგანტური ექვს ლაყუჩიანი ზვიგენი მდინარე ზამბეზიდან (აფრიკა). ჭამს ყველაფერს...




მდინარე მეკონგი (ტაილანდი) გიგანტური სქაროსი. მას კუდზე შხამიანი ქიცვი აქვს, რომლის საშუალებით არაერთი მეთევზე დაჭრა და ცხოვრებასაც გამოასალმა...




კანადის ცივი წყლების ბინადარი თეთრი ზუთხი. იზრდება 800 კილო. ჩაძირა არაერთი ნავი თავის მეთევზეებიანად..




ნილოსის ქორჭილა. იზრდება 2 მეტრი და 250 კილო. მისი ჩარტყმა იმდენად ძლიერია რომ არაერთი მეთევზე გადაუგდია ნავიდან. ნილოსში კი ძალიან დიდი და მშიერი ნიანგები ბინადრობენ...




ევროპული ლოქო. ამ მონსტრ ჩვენც ვიცნობთ და მასზე ვთევზაობთ კიდეც მარა ჯერ ჯერემის ნაერი შედეგებით ვერ დავიკვეხნით. ამბობენ რომ ლოქო ადამიანსაც ესხმის თავსო, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.


სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია)
Go to the top of the page
 
+Quote Post
липсита
პოსტი Apr 9 2012, 05:55 PM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 631
რეგისტრ.: 30-January 12
მდებარეობა: City of King Aiet-ფოთი
წევრი №: 772



აღარ მინდა თევზაობა......



მოთმინებითა შენითა მოიპოვე თევზი შენი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
bacho
პოსტი Apr 9 2012, 05:56 PM
პოსტი #3

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 145
რეგისტრ.: 30-March 11
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 584



ციტატა
მონსტრი ლოქო ჩრდილო ინდოეთიდან. ადგილობრივები ამტკიცებენ რომ იგი ქალიშვილებს ჭამს.. ინდური კინოა რა biggrin.gif


რა მაგარი ხერხია ქალიშვილობის დადგენის wink.gif


ძალიან საინტერესო სტატიაა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
(dila)adriano
პოსტი Apr 9 2012, 06:27 PM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 259
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი №: 562



ჯერემის ყველა ფილმი მაქვს ნანახი smile.gif

მე განსაკუთრებულად მომეწონა
ჩრდილოეთ ინდოეთში ჰიმალაის წვერაზე თევზაობა სპინინგით
Go to the top of the page
 
+Quote Post
kall1sto
პოსტი Apr 9 2012, 06:33 PM
პოსტი #5

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 19-July 11
წევრი №: 677



მეც არ ვტოვებ ამის არც ერთ სერიას და ყველაზე მეტად სკატზე თევზაობა მომეწონა ბოლოდან მეოთხე სურათზეა
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიორგუნა
პოსტი Apr 9 2012, 08:20 PM
პოსტი #6

მეთევზე
***

ჯგუფი: Admin
პოსტები: 1,169
რეგისტრ.: 17-March 10
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 316



იფ იფ .ესეთი მონსტრები ნეტა ჩვენთანაც იყოს mellow.gif



I LOVE FISHER.GE
Go to the top of the page
 
+Quote Post
Joseph
პოსტი Apr 9 2012, 08:23 PM
პოსტი #7

Advanced Member
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 3,513
რეგისტრ.: 9-March 09
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 141



ადამინაის კბილები რო აქვს ეგ თევზია ძალიან საინტერესოsmile.gif ყველა მხრივsmile.gif



sks54-Forum.ge, Thug_Life-Guns.ge Joseph-Fisher.ge

"Fishing is like sex" You never know what your going to catch!
Go to the top of the page
 
+Quote Post
თითირა
პოსტი Apr 9 2012, 09:44 PM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 949
რეგისტრ.: 19-July 11
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 680



ციტატა(SHO @ 9th April 2012 - 03:32 PM) *
ჯერემის ნაერი შედეგებით ვერ დავიკვეხნით

შოთა რამხელა ყავს ყველაზე დიდი დანაჭერი ???
ციტატა(SHO @ 9th April 2012 - 03:32 PM) *
ხერხთევზას

"ბირდაბირია"
მაგარი სტატიაა რესპექტ )



carp.sportfishing.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
sos049
პოსტი Apr 9 2012, 09:49 PM
პოსტი #9

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,191
რეგისტრ.: 27-January 10
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 295



ციტატა(გიორგუნა @ Apr 9 2012, 08:20 PM) *
იფ იფ .ესეთი მონსტრები ნეტა ჩვენთანაც იყოს mellow.gif

რას ამბობ გიო blink.gif ? ჯოჯოხეთი მეტი კი არაა არაფერი... wink.gif
ეგ "დრუჟბა" მინდა ეხლა თბილისის ზღვაზე მე??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
-ღმერთო დალოცე ჩვენი მადლიანი მიწა და ხალხი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
липсита
პოსტი Apr 9 2012, 09:55 PM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 631
რეგისტრ.: 30-January 12
მდებარეობა: City of King Aiet-ფოთი
წევრი №: 772



ციტატა(გიორგუნა @ Apr 9 2012, 07:20 PM) *
იფ იფ .ესეთი მონსტრები ნეტა ჩვენთანაც იყოს mellow.gif

ჩემ და თავად მაგის კაუჭიდან ჩამომღების .......!!!გინდ ეგ ამომიყვანია წყლიდან და გინდ თეთრი დათვი ერთი დურბელაა ჩემთვის.



მოთმინებითა შენითა მოიპოვე თევზი შენი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
maxo06
პოსტი Apr 9 2012, 10:16 PM
პოსტი #11

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,244
რეგისტრ.: 21-June 11
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 652



-ღმერთო დალოცე ჩვენი მადლიანი მიწა და ხალხი!!

sos049


ამენ



Go to the top of the page
 
+Quote Post
motevzave1
პოსტი Apr 9 2012, 10:49 PM
პოსტი #12

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 334
რეგისტრ.: 12-February 12
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 773



ციტატა
იფ იფ .ესეთი მონსტრები ნეტა ჩვენთანაც იყოს

ღმერთმა დაიფაროს ჩვენი წყლები,
ხო გადაჭამეს საზანკობრ კარასტასტალობიკებები
და დამარტყავს კიდეც იმფაქტი და ინსულტი ერთად ohmy.gif
ციტატა
-ღმერთო დალოცე ჩვენი მადლიანი მიწა და ხალხი!!

ამენ
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიორგუნა
პოსტი Apr 9 2012, 10:53 PM
პოსტი #13

მეთევზე
***

ჯგუფი: Admin
პოსტები: 1,169
რეგისტრ.: 17-March 10
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 316



რაიყოთკაცო.ბრაკების საწინააგმდეგოდ საჭიროა ერთი ორი



I LOVE FISHER.GE
Go to the top of the page
 
+Quote Post
zaza37
პოსტი Apr 9 2012, 10:55 PM
პოსტი #14

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 326
რეგისტრ.: 6-April 11
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 588



ზატო ქინძმარშია რაღაც ზღაპარი
Go to the top of the page
 
+Quote Post
kikva
პოსტი Apr 10 2012, 01:24 AM
პოსტი #15

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 308
რეგისტრ.: 6-July 11
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 664



სად მოაგროვე ამ არსებების სურათები, მეგონა ეს მეთევზეების ფორუმი იყო და არა მონადირეების biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
paata7534
პოსტი Apr 10 2012, 10:29 AM
პოსტი #16

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 12-July 11
მდებარეობა: dusheti
წევრი №: 675



http://idiscovery.ru/rechnye-monstry/ აქ არის ყველა სერია
Go to the top of the page
 
+Quote Post
paata7534
პოსტი Apr 10 2012, 10:34 AM
პოსტი #17

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 12-July 11
მდებარეობა: dusheti
წევრი №: 675



ისე ჩვენ ბრაკებს რა დაერხეოდათ, requinmangesmilie.gif არადა როგორ ვინატროთ ეგეთები ჩვენ მდინარეებში
Go to the top of the page
 
+Quote Post
DaTo-KiZo
პოსტი Apr 10 2012, 09:56 PM
პოსტი #18

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 30-March 10
მდებარეობა: ბათუმი
წევრი №: 328



მაგარი დაქნეულია ეგ როჟა biggrin.gif biggrin.gif პირანიებთან ჩახტა ერთ სერიაში biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
FishTV
პოსტი Apr 12 2012, 09:02 AM
პოსტი #19

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 6-June 11
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 634



თუ ადამიანებში არის გადახარა, თევზებმა რა დააშავეს biggrin.gif

requinmangesmilie.gif ეს მაგარი grandrire.gif grandrire.gif grandrire.gif მომეცონა
Go to the top of the page
 
+Quote Post
terenti
პოსტი Apr 12 2012, 09:48 PM
პოსტი #20

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 3-May 10
მდებარეობა: senaki
წევრი №: 347



მაგარი ჯიგარი მეტევზეა რა. yessaplus.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
> ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

SUPPORTED BY GIABURSU