გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

IPB
5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ზოგადი ინფორმაცია კობრის შესახებ
Irakli_13
პოსტი Apr 22 2009, 07:00 PM
პოსტი #1

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,674
რეგისტრ.: 11-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 25



იცნობდეთ თქვენს სამიზნეს.


თქვენი აზრით, რომელი თემა გვხვდება ყველაზე იშვიათად თანამედროვე ლიტერატურაში თევზაობის შესახებ? ეს არის თემა თევზების ნაირსახეობებზე. წიგნებში კარპ-ფიშინგზე, მოწყობილობების და სატყუარას ირგვლივ უამრავი სასარგებლო ინფორმაციის აღმოჩენა შეიძლება, რომელიც გამოსადეგია თევზის დაჭერის პროცესში, მაგრამ ყველა ეს ცნობა უსარგებლო იქნება, თუ მეთევზეს არ ეცოდინება რას წარმოადგენს მისი სამიზნე. თევზები – მართლაც, მარტო თევზები არ არიან და მათ შორის უთვალავი სხვაობა არსებობს. ამ ნაწილში მე შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ კარპის/კობრის ძირითადი მახასიათებლების შესახებ და ასევე ცოტაოდენი, მაგრამ საკმარისი, ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის თაობაზე თუ რითი და როგორ სულდგმულობს ეს ბუნების საოცარი ქმნილება მის სამყოფელში, მდინარესა თუ ტბებში. ამ თემის წაკითხვის დროს მიღებული ინფორმაცია იმედი მაქვს გააღმავებს თქვენს ცოდნას და ასევე პრაქტიკულ გამოყენებას პოვებს თქვენს წყალსატევებზე. სანამ თვითონ კობრზე მოგიყვებოდეთ, ცოტაოდენი რამ უნდა გავიხსენოთ იმ სამყაროს შესახებ, სადაც ისინი ბინადრობენ. მტკნარი წყლის თევზის არსებობა საკმაოდ მარტივია. ყველაფერი, რაც მას სჭირდება არის საკვები, ჟანგბადი და გამრავლების შესაძლებლობა.

მტკანარი წყლის მობინადრეთა ბიოლოგია.



ბიოლოგიის სასკოლო კურსიდან თქვენ ალბათ გაგიგიათ “კვების ჯაჭვის” შესახებ. “კვების ჯაჭვი” - ცხოველების გადარჩენის საშუალებაა, რომელიც გულისხმობს იმას რომ ამ ჯაჭვის თავში მდგომი ორგანიზმები მის ბოლოში მდგომი ორგანიზმების ჭამით ირჩენენ თავს. ადამიანი ამ ჯაჭვის თავში დგას, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი არსებობა ცალსხად დამოკიდებულია აღნიშნული ჯაჭვის ურღვეობასა და მთლიანობაზე. კერძოდ, თუ ჯაჭვის უდაბლესი ელემენტებისაგან რომელიმე გაქრება რაღაც მიზეზის გამო, ბუნებრივი წონასწორობა დაირღვევა და ყველა ზემოთ მყოფი არსება თავისებურ ნეგატიურ შედეგს მიიღებს. ჩნდება კითხვა: რითი იკვებებიან ისინი, რომლებიც “კვების ჯაჭვის” ბოლოში იმყოფებიან? პასუხი მარტივია. სინათლით და მზის სითბური ენერგიით და სხვადასხვა ქიმიური ელემენტებით. მაგალითისათვის, ფოტოსინთეზი, საშუალებას აძლევს მცენარეებს იცხოვრონ და შესაბამისად სადაც კი მცენარე აღმოცენდება, იქ ცხოველებს არსებობის საშუალება უჩნდებათ. კობრი, როგორც ყველა დანარჩენი თევზი, ჟანგბადს უშუალოდ წყლიდან იღებს ლაყუჩების მეშვეობით, რომლებიც თევზის თავის უკანა მხარეს მდებარეობს და დაცულია ეგრეთ წოდებული ლაყუჩების სარქველით. თევზი სუნთქვის პროცესს განხორციელებს პირში წყლის დაგუბებით და მისი შემდგომი ლაყუჩებში გატარებით. ლაყუჩებში თავისმხრივ განლაგებულია ურთულესი სისხლძარღვების სისტემა, რომელიც ატარებს ჟანგბადს შიდა გარსში და გადააქვს იგი სისხლის მიმოქცევის სისტემაში. იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენად ეფექტურია ეს სისტემა, საკმარისია იმის აღვნიშვნა, რომ ჰაერი, რომლითაც ადამიანები სუნთქავენ შეიცავს საშუალოდ 21% ჟანგბადს, იმ დროს როცა წყალი 80ჩ-ზე შეიცავს მხოლოდ 0,001%. ფოტოსინთეზი – კიდევ ერთი სიტყვაა, რომელიც ბიოლოგიის გაკვეთილიდან გვეცნობა. ფოტოსინთეზი – არის პროცესი, რომლის დროსაც მცენარეები იღებენ მზის სინათლეს და ნახშირორჟანგს და უბრალო შაქარს აწარმოებენ. ამ პროცესის დროს გამოიყოფა ჟანგბადი, რომელიც წყალს ამდიდრებს. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, იმ გათვალისწინებით, რომ წყლის ჟანგბადით გამდიდრება ხდება მხოლოდ დღის საათებში. ღამის საათებში სიტუაცია საპირისპიროა. ღამით, მცენარეები წყლისგან იღებენ ჟანგბადს და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. უფრო მეტიც, წყლის ტემპერატურასაც აქვს მნიშვნელობა, რადგან რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, მით ნაკლები ჟანგბადია კონცენტრაცია მასში. რას ნიშნავს ეს ჩვენს სიტუაციაში? ჩვენთვის ცნობილია, რომ საზანს გადარჩენისათვის ჟანგბადის განსაზღვრული რაოდენობა სჭირდება, ამას გარდა, ჩვენ ვიცით, რომ ჟანგბადი ხვდება წყალში სხვადასხვა გზებით (საჰაერო ნაკადის მეშვეობით, წნევის ცვლილებების და ა.შ.). აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ წელიწადის განსაზღვრულ დროს (მაგ. ზაფხულში), ტბის ცალკეულ მონაკვეთებში შესაძლოა შეგვხვდეს ჟანგბადის უფრო მეტი კონცენტრაცია, ვიდრე ამავე ტბის სხვა ადგილებსა თუ შრეებში. ტბის ნაპირზე, სადაც წყალი ზაფხულში ყოველთვის უფრო თბილია, ნაკლები ჟანგბადი იქნება, ვიდრე ტბის უფრო ღრმა ნაწილებში. ასევე, საყურადღებოა რომ ღამე წყალმცენარეები წყლისგან ჟანგბადს იღებენ, და გამოყოფენ ნახშირორჟანგს რომელიც თევზისათვის საზიანოა. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, ტბის წყალმცენარეებიანი და ლერწამიანი ბუჩქნრებით გამდიდრებული ნაპირები შესაძლოა თბილი ზაფხულის ღამეს ჟანგბადის გარეშე დარჩნენ, რაც თევზაობას მოცემულ ნაკვეთზე ნაკლებ ეფექტურს გახდის.

კარპისებრთა ოჯახი


ზოგადი მონაცემები

მიუხედავად იმისა, რომ კობრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თევზია სპორტულ თევზაობაში, ის აგრეთვე მსოფლიო აკვა-კულტურის მონაპოვარის დიდ პროცენტს შეადგენს. მის სამშობლოდ ითვლება კასპიის ზღვა; ამ თევზის მთელ მსოფლიოში გავრცელებას თითქმის ყოველთვის რომაელებს უკავშირებენ. ის ძალიან გამძლეა, მას შეუძლია შეეგუოს გარემოს ყველაზე განსხვავებულ პირობებს ( მას შეუძლია გაუძლოს ph-ის დონეს 5-დან 10-მდე.)
კარპი – თბილი წყლის თევზია; ის ნორმალურად იკვებება წყლის ტემპერატურაზე 10С გრადუსიდან, მისთვის ოპტიმალური მნიშვნელობის, დაახლოებით 25С გრადუსამდე. Сyprinus Carpio-ს ხუთი ძირითადი გენეტიკური ნაირსახეობა აქვს – ველური, ქერცლოვანი (ჩვეულებრივი), სარკისებური, ხაზოვანი და შიშველი.

ველური კარპი(კობრი, გოჭა, საზანი)


კობრი/საზანი – კარპის საწყისი ფორმაა. მოცემული თევზი გავრცელდა მთელ მსოფლიოში ათასწლეულების წინ. კარპის ჯიშის ყველა დანარჩენი წარმომადგენელი ამ სახეობის მუტაციაა, რომელიც მიღებულია მათი მრავალწლიანი ექსპერიმენტლური შეჯვარებით. ველურ საზანს აქვს ძალიან თვალშესაცემი გრძელი ტანი და გარსშემოდენილი ფორმა, ის იშვიათად აღწევს 5 კილოგრამზე მეტ წონას. ამ ჯიშის განმასხვავებელი ნიშანი არის ვიწრო გვერდები და “ამოზნექილობის” უქონლობა თავის ზევითა ნაწილში. მოშინაურებული კარპისგან განსხვავებით საზანს სისხლში შაქრის უფრო მაღალი დონე აქვს; თვით სისხლიც კი 20%-ით მეტ სისხლის უჯრედებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ველური საზანი ძალიან გავრცელებული იყო, დღეს ამ სახეობის მოპოვება არც თუ ისე ადვილია.

ქერცლოვანი (ჩვეულებრივი) კარპი


ქერცლოვანი კარპი ველური საზანის უახლოესი ნათესავია. მშობლებისაგან მთავარი გენეტიკური განსხვავება რეცესიული მემკვიდრეობითი თვისებაა, რომელიც მისი ზრდის კოეფიციენტს უკავშირდება. სარკისებურ, შიშველ და ხაზოვან კარპებთან შედარებით, ქერცლოვანი (ჩვეულებრივი) კარპი ზრდის უმაღლეს ტემპებს გვიჩვენებს. მუტაციის ყველა დანარჩენი ტიპი წარმოშობილია ქერცლოვანი კარპისაგან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზუსტად ეს სახეობაა ყველაზე მეტად სიცოცხლისუნარიანი, არის უფრო ძლიერი და დანარჩენებთან შედარებით პრაქტიკულად უნაკლოა.

სარკისებური კარპი


სარკისებური კარპი – ქერცლოვანი კარპის პირველი მუტაციაა. მისი გამოჩენა გენების ორ ალტერნატიულ ფორმას უკავშირდება, რომლის სახელწოდებაა S- და N- გენი. გენის ორივე ფორმა არის ორმაგი და ფლობს, როგორც დომინანტურ, ასევე რეცესიულ ნიშნებს. სარკისებური კარპის გენეტიკური ნაკრები ასე გამოიყურება– SSNN (ყველა-რეცესიულია). S- და N- გენის გავლენა მრავალი ნიშნით გამოიხატება, ამიტომაც სარკისებურ კარპს აქვს სხივების მცირე რაოდენობა ზურგის, მუცლის და ანალურ ფარფლებზე, ვიდრე ქერცლოვანს და ველურს. სარკისებურ კარპს, როგორც ყველა დანარჩენ მუტაციას, აქვს გენების ნაკრები, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის სიგრძეზე, პირის განლაგებაზე, ქერცლების შეფერილობაზე და სხვა მახასიათებლებზე, რამაც მიგვიყვანა ჯიშის და სახეობის აღრევამდე. დამტკიცებულია რომ ამ მუტაციის ფორმას, სარკისებურ კარპს, შეუძლია ყველაზე მეტი წონის აკრეფა, ვიდრე ქერცლოვანს, შიშველს და ხაზოვან კარპებს, და ისევ და ისევ წინასწარ განსაზღვრული გენეტიკური მიზეზების გამო.

შიშველი (მაგარტყავიანი) კარპი


თუ თქვენ ყურადღებით შეისწავლით შიშველი კარპის გამოსახულებას, მაშინვე აღმოაჩენთ ქერცლის მცირე რაოდენობას. ზოგიერთებისთვის ეს საკმარისია იმისათვის, რომ კარპის ეს ტიპი სარკისებური კარპის სახეობას მიაკუთვნონ. თეორიულად, შიშველ კარპს შესაძლოა ქერცლის მცირე რაოდენობა ჰქონდეს, მაგრამ პრინციპული სხვაობა სარკისებურთან, ზურგის ქერცლის რიგის მთლიან ან მისი უწყვეტობის უქონლობაში მდგომარეობს. ამ სახეობას თავიდან ზურგის ფარფლის დასაწყისამდე ქერცლები საერთოდ არ აღინიშნება. შიშველი კარპი ზრდის ტემპი ქერცლოვან და სარკისებურ სახეობებთან შედარებით აშკარად დაბალია, რაც განისაზღვრება სისხლის უჯრედების ნაკლები რაოდენობით. ეს აგრეთვე ნიშნავს იმას, რომ მოცემული თევზებისათვის ჟანგბადით მდიდარი წყალია აუცილებელი. ნამდვილი შიშველი კარპი არც თუ ისეთი ძლიერია, როგორც მისი თანამოძმეები; მას ხერხემლის მალების ნაკლები რაოდენობა გააჩნია და ხშირად ფარფლების დეფორმაციით ხასიათდება.

ხაზოვანი კარპი


ხაზოვანი კარპი ხასიათდება ზურგის ქერცლების ერთადერთი რიგით გვერდით გასწვრივ ხაზში. ამ პარამეტრის ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამორიცხავს კარპს ამ გენეტიკური კლასიფიკაციიდან. აგრეთვე, როგორც შიშველ კარპს, ხაზოვანს აქვს ზრდის შეზღუდული პოტენციალი. ორივე სახეობა უფრო ნელა იზრდება, ვიდრე სარკისებრი და ქერცლოვანი კარპები. ხაზოვანი და შიშველი კარპების მეორე კლასიკური მახასიათებელი არის ცხიმების ინტენსიური ცვლა. ორივე სახეობა ძლიერ სწრაფად აგროვებს ცხიმს ზაფხულის სეზონზე და ასევე სწრაფად წვავს მას ზამთარში. შიშველი და ხაზოვანი კარპების შენელებული ზრდა ხშირად უკავშირდება ლაყუჩების მტვრიანების და ხახის კბილების მცირე რაოდენობას. შიშველ და ხაზოვან კარპებს კბილების მხოლოდ ორი რიგი აქვთ, მაშინ როცა სხვა სახეობებს – სამი.


საზანი/კარპის გარეგნული ცყობა


ფარფლები

მამოძრავებელ მოტორიკას საზანი ფარფლების მეშვეობით ახორციელებს. მათ შორის არის წყვილი ფარფლების ორი ნაკრები, ცნობილი როგორც მკერდის და მუცლის ფარფლები. დანარჩენი ფარფლები უწყვილოა. წყვილი ფარფლები ვერტიკალური და ჰორიზონტალური მოძრაობის რეგულირებას ახდენენ, ზურგის და ანალური ფარფლები – წონასწორობას აკონტროლირებენ. კუდოვანი ფარფლი ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი მეშვეობით თევზს შეუძლია სიჩქარის მომატება და ამით შესაძლოა გადაურჩეს საშიშროებას. ასე თუ ისე საზანს ფარფლების სრული კომპლექტის გამოყენების გარეშეც შეუძლია თავის გადარჩენა - შესაძლებელია ისეთი საზანის ნახვაც, რომელსაც არ გააჩნია ფარფლების მთლიანი ნაკრები.


ყნოსვის ორგანოები

საზანს ყნოსვის ორგანოები ცხვირის ნაწილის დორსალურ ზედაპირზეა განთავსებული. ნესტოების ნახვრეტები გაორმაგებულია; წყლის მიმოქცევა წინა ნახვრეტების მეშვეობით ხერხდება და უკანა ნახვრეტებიდან გამოდის. განუწყვეტელი ნაკადის მიღწევა თევზის საცურაო მოქმედებების მეშვეობით ხდება. ყნოსვის ორგანოებში მილიონობით პატარ-პატარა თმებია განლაგებულია, რომლებიც ქიმიორეცეპციაში მონაწილეობენ. მონაცემები საზანის ქიმიორეცეპციის შესახებ მეცნიერებაში თითქმის არ მოიპოვება, ამიტომაც მოგვიწევს ისეთი მონაცემების გამოყენება, რომელიც ვერცხლისფერ კარჩხანას უკავშირდება (Carassius auratus) – საზანის უახლოეს ნათესავს. ეს მონაცემები ელექტრონულ-ფაქტოგრამული დაკვირვების მეშვეობით არის მიღებული. Vერცხლისფერ კარჩხანას ყნოსვის ოთხი განსაზღვრული სტიმულატორის აღმოჩენა შეუძლია: მარილის, სტეროიდების, ამინომჟავის და პროსტაგლანდინების. ამინომჟავები მოქმედებენ როგორც კვების სტიმულატორები, იმ დროს როცა სტეროიდები და პროსტაგლანდინები –მოქმედებენ, როგორც სასქესო ფერომონები ქვირითობის სეზონის დროს. საზანის ქიმიორეცეფცია ახლოსაა აღწერილთან.

გემოს ორგანოები

თევზის გემოვნებითი სისტემა, სახელწოდებიდან გამომდინარე, გემოს ორგანოების ერთობლიობაა. საზანის გემოს მთავარი ორგანო პირია. ძირითადი გემოს ძუძუკები, ცნობილი როგორც პალატალური ორგანოები, პირის ზევითა ნაწილშია განლაგებული. მათი აღმოჩენა ასევე ტუჩებზეც, ულვაშებზეც, ლაყუჩების მტვრიანაზეც და მკერდის ფარფლებზეც არის შესაძლებელი. გემოს ორგანო მჟავე, ტკბილ, მლაშე და მწარე ნივთიერებებზე რეაგირებს, და ადამიანურთან შედარებით ის უფრო მგრძნობიარეა. ამინომჟავებზე და ნუკლეოტიდებზე რეაქცია უფრო თავშეკავებულია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მათაც შეუძლიათ, რომ კვების ჩინებული სტიმულატორები გახდნენ.

თვალები


საზანის თვალები თავის ორივე მხრიდანაა განლაგებული, რაც თევზს შესანიშნავი ხედვის საშუალებას აძლევს. მოძრავი ობიექტების მიმართ ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. ამავდროულად თვალების მსგავსი განლაგება ბინოკულარული ხედვის ნორმალურ ფუნქციას არ უზრუნველყოფს. საზანის თვალის მუშაობა უმეტესად კამერის მუშაობას ჰგავს; სინათლის სხივები თვალის ბადურაში ბროლის მეშვეობით ფოკუსირდება. მეცნიერებები ამტკიცებენ რომ საზანს ხედვა აქვს 97,6 გრადუსის სექტორის ფარგლებში – წრიულ ფანჯარაში, თუ წყლიდან ზევით იყურება. ამ ფანჯრის გარეთ ფსკერზე მყოფ ობიექტებს საზანი წყლის ზედაპირზე არეკლილი გამოსახულებით ხედავ, რაც ძლიერი ქარის დროს ხედვას ურთულებს. ითვლება, რომ საზანს ცუდი განათების დროს ფოტონების (მზის რადიაციის კომპონენტების) ფიქსირების მიმართ ამაღლებული მგრძნობელობის ფოტორეცეპტორები აქვს. საზნები გამოსახულებებს სამ ფერში ხედავენ, ვიზუალური ფერების პიგმენტების ათვისების უნარით დაახლოებით 455 ნმ (ლურჯი), 530 ნმ (მწვანე) და 625 ნმ (წითელი). ეს იმას ნიშნავს, რომ 25 მეტრის სიღრმემდე თევზი უფრო კარგად ხედავს. უფრო ღრმად, ის მხოლოდ ლურჯი შუქის სპექტრში ხედავს.

მექანიკური რეცეპტორები (სმენის ორგანოები)

ყველა საზანი აკუსტიკურ-ლატერალურ სისტემას ფლობს. მოცემულ სისტემაში შედიან მექანიკური რეცეპტორები, რომლებიც მოიცავენ სმენით და ლატერალურ ხაზს და ურთიერთქმედებით მუშაობენ. ძირითად მექანიკურ რეცეპტორად ითვლება გვერდული ხაზის ორგანოები, რომლებიც თმის უჯრედების სენსორულ ჯგუფს მოიცავენ. ეს ეხმარება თევზს განსაღვროს ადგილი და მოძრობის მიმართულება წყალში. აგრეთვე დაიცვას წონასწორობა. მექნიკური რეცეპტორები იჭერენ ვიბრაციას, რაც თევზს აძლევს საშუალებას განსაზღვორს ხმის წყარო ან პოტენციური საფრთხე –ძრავის ან ექოლოტის ხმა. იმის მიუხედავად, რომ ყველა საზანს/კარპს ყურები დაფარული აქვს, სხვადასხვა ქვე-სახეობებს -როგორებიც არიან სარკისებური, შიშველი და ხაზოვანი - გვერდული ხაზი ხშირად მკაფიოდ უჩანთ.

ქერცლი

საზნები/კარპების ტყავის გარეკანი ორ სხვადასხვა ფენას ითავსებენ - შინაგანს (დერმა) და გარეგანს (ეპიდერმის). ყველა ქერცლი შინაგანი ფენიდან იზრდება და ლორწოვანი ფენით არის დაცული. ტყავის გარეგანი ორივე ფენა ინფექციების საწინააღმდეგო მთავარი დამცავი რედუტია. თუ საზანი ქერცლების ნაწილს ბუნებრივი მიზეზების ან მეთევზის დაუდევარი მოპყრობის გამო დაკარგავს, ისინი რაღაც დროის განმავლობაში ისევ ამოუვა.

საზანის შინაგანი სტრუქტურა


ძვლოვანი სისტემა


საზანი მიეკუთვნება (Teleostei) - ძვლოვანი თევზების ქვეჯგუფს (Osteichthyes); მისი ძვლოვანი სისტემა მთლიან ტანს იკავებს. შინაგანი ჩონჩხის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებია ვისცერალური და ღერძოვანი ჩონჩხი: უფრო მეტად მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანოები განლაგებულია მოცემული სტრუქტურის ფარგლებში და ნეკნებითაა დაცული. ძვლოვანი სტრუქტურის შეცვლა შესაძლოა უამრავ მიზეზს უკავშირდებოდეს (თქვენ შეიძლება ისეთი თევზი იხილოთ, რომლის ჩონჩხმაც შთამომავლობის გამოყვანის პერიოდში განიცადა დეფორმაცია.)

საცურაო ბუშტი

საზანს, როგორც ყველა დანარჩენ ძვლოვან თევზს, ჩაძირვის სიღრმის შეცვლა შეუძლია არა მხოლოდ ფარფლების მეშვეობით, არამედ საცურაო ბუშტის მეშვეობითაც. საცურაო ბუშტი – სპეციალური ტომარაა და კუჭ-ნაწლავის ზევით მდებარეობს რომელიც ჰაერით ივსება. ის თევზს ეხმარება ენერგიის ეფექტურ ხარჯვაში და ჰაერით წყლის ზედაპირიდან ივსება (ეს პროცესი თევზის სიცოცხლის პირველ კვირაში ხდება, ის ცნობილია როგორც მატლის პერიოდი) მაგრამ საზანი საცურაო ბუშტის გარეშეც კი გადარჩენის მშვენიერ ნიჭს ამჟღავნებს.

თირკმელი

საზანს რამოდენიმე შინაგანი ორგანო აქვს, რომლებიც მას წყლის სამყაროში გადარჩენაში ეხმარებიან. რადგან საზანი ცივსისხლიანი არსებაა, მისი შინაგანი ტემპერატურა გარემოს ტემპერატურას შეესაბამება. საზანი შინაგანი სხეულის სითხეები შეიცავენ მარილების საკმაოდ დიდ რაოდენობას, ასე რომ თირკმელი - ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ორგანო - ყოველთვის ატრიალებს წყალს, რომელიც “ოსმოსის” მოვლენის მეშვეობით აღწევს თევზამდე.თუ თქვენ იყენებთ თქვენს მიერ გაკეთებულ ბოილებს იყენებთ, ყურადღებით ადევნეთ თვალი მარილის რაოდენობას: საზანის თირკმლის ზედმეტმა დაძაბვამ შესაძლოა თევზს სერიოზული ზიანი მიაყენოს.

გული

საზანის გული ლაყუჩების სარქველის შემდეგ მდებარეობს, მისი ფუნქციაა სისხლის განაწილებაა სხეულის ყველა ნაწილში. სისხლი ნაწილდება სისხლის მიმოქცევის ერთი წრის მეშვეობით და იგი იწოვს ჟანგბადს წყლიდან, რომელიც ლაყუჩებში შედის. ლაყუჩებში სისხლი მიედინება კაპილარების მეშვეობით, რომელთაც ძალიან თხელი კედლები აქვთ. როგორც კი წყალი გაივლის კაპილარებთან, წყლიდან გამოიყოფა ჟანგბადი. მცირე ზომის სახეობებში სუნთქვა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე დიდი ზომის საზნებში. სწორედ ამიტომ, გარემოსა და წყალსაცავების დაბინძურება უფრო სწრაფად ახდენს გავლენას წყალსაცავების მცირე ზომის ბინადრებზე.


კუჭ-ნაწლავი


საზნებს კუჭი არ აქვთ, რაც ძალიან გრძელი კუჭ-ნაწლავით ნაზღაურდება, სადაც საკვები ფერმენტების მეშვეობით მუშავდება. საზანის მენიუ მრავალფეროვნებით გამოირჩევა (საზანი ყველაფრის მჭამელი თევზია), ასე რომ მისმა კუჭ-ნაწლავმა როგორც ხორცეულის ასევე მცენარეული საკვების მონელება უნდა შეძლოს. მცენარეული საჭმელები უფრო გულმოდგინე დაღეჭვას და გადამუშავებას საჭიროებს (უჯრედების სიმრავლის გამო) და მონელებისთვის უფრო დიდ დროს მოითხოვს; ზუსტად ამ მიზეზის გამოა საზანის კუჭ-ნაწლავი ასეთი წაგრძელებული. კუჭ-ნაწლავში, რომელიც ეგრევე საყლაპავი მილის შემდეგ იწყება, საჭმელი მომნელებელი წვენების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ ექცევა. საჭმლის მონელება ტუტეს გარემოცვაში ხდება (ph 7-7,7) თანამედროვე ექსპეიმენტებმა გვიჩვენა, რომ ph-ის დონე მეტ წილად წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. “პეპსინი” (ბრწყინვალე პროტეინული მომნელებელი ფერმენტი) საზანის ორგანიზმში ბუნებით არ არსებობს, მაგრამ ეს უკანასკნელი თევზს შეუძლია მიიღოს როგორც საკვების დანამატი.

ცენტრალური ნერვული სისტემა


თევზის ცენტრალური ნერვული სისტემა გადაწყვეტილების მიღებაზე და თევზის გადაადგილებაზე აგებს პასუხს. ის სენსორული ნერვული გზებისგან, ტვინის ნერვული გზებისგან და მამოძრავებელი/მოტორიკის ნერვული გზებისგან შედგება. (ზუტად ეს ბოლო ზიანდება ელექტრო ანკესის გამოყენებისას) საზანის ავტომატური რეაქციები ტვინის მეხსიერების სისტემით იმართებიან. შესაძლებელია მათი ორ ჯგუფად დაყოფა - ინტერპრეტაციის და გრელვადიანი მეხსიერების ჯგუფები. ეს უკანასკნელი ჯგუფი, სხვათაშორის, განსაკუთრებით განვითარებულია თევზებში. მაგალითისათვის, საზანს შეუძლია ივარაუდოს საჩვევში ნემსკავის არსებობა მაგრამ მას არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს მისი ზუსტი ადგილსამყოფელი. ამას გარდა საზანს შეუძლია თავისი ჩვეული ქცევის შეცვლა წარმოშობილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც მეთევზეს მარტივ წყალსაცავშიც კი საკმაოდ ურთულებს საქმეს.

საკვები და კვება


საკვების შერჩევის პროცესი



ნებისმიერი თევზი განახორციელებს საკვების ობიექტების შერჩევის პროცესს. ეს უბრალო და უცვლელი პროცესი ჩემს მიერ დიაგრამის ფორმით არის გამოსახული. იმისათვის რომ საზანმა გადალახოს მთელი გზა (1 ფაზიდან 5 ფაზამდე), ის იყენებს გრძნობის სხვადასხვა ორგანოებს ქიმიორეცეპტორების ჩათვლით: გემოს რეცეპტორებს, თვალებს, პირს და ხახის კბილებსაც. კვების პროცესის შესწავლა თვალსაჩინოდ გვიჩვენებს თევზაობის კონკრეტული სტრატეგიის მნიშვნელობას. ტაქტიკური შენიშვნების თანმიმდევრობა განათავსებულია მათი მნიშვნელობების მიხედვით:

1 სატყუარის მიმზიდველობა
2 სატყუარის და მოწყობილობის განლაგება
3 სატყუარის რაოდენობა
4 მოწყობილობის გარეგნობა
5 მოწყობილობის ეფექტურობა
6 სატყუარის გემოვნებითი ხარისხი

კვების ფაზები
ფაზა 1 განსაზღვრა --- იგნორირება
ფაზა 2 დაახლოება --- გაქცევა
ფაზა 3 არჩევანი --- უარი
ფაზა 4 სინჯი --- უარყოფა
ფაზა 5 ჩაყლაპვა

კვება

სხვადასხვა საკვების გემოს საზანი ბაგეების საშუალებით იგებს, რომელთაც მგრძნობელობითი რეცეპტორები აქვთ. თუ გასინჯვა წარმატებულია, მაშინ გადაყლაპვამდე საკვებმა უნდა გაიაროს თევზის ხახის კბილები. ისინი განლაგებულია პირის უკანა ნაწილში და წარმოადგენენ კბილების 1დან - 3მდე რიგს, საზანი/კარპის სახე-სხვაობების მიხედვით. აქ ხახის ამოზნექილობის დახმარებით კბილები აქუცმაცებენ საკვებს. აღსანიშნავის ის გარემოება რომ დროის განმავლობაში თევზის კბილებიც კი იცვითება. გარდა კბილებისა და ბაგეებისა, საზანს აქვს ბრონქული სისტემა, რომელიც წყლიდან წვრილ მინარევებს ფილტრავს (სისტემა შედგება ლაყუჩების სარქველის, ლაყუჩების თაღის და ლაყუჩების ყიისაგან). როგორც წესი, მცირე ზომის ახალგაზრდა საზანს აქვს უფრო განვითარებული და კარგად ფუნქციონირებადი ბრონქიალური სისტემა, ვიდრე დიდი ზომისას, თუმცა ორივეს შეუძლიათ იკვებონ ბრონქიოპოდებით, (Daphnia, hyalina, Semocephalus vetalus და სხვა) ნიჟარიანებით (როგორიცაა Cyprus) და კიბოსნაირებით (მაგ. Cyclops, Diaptomus Castor)

კვების სეზონური ცვლილებები



კვების მიხედვით საზნები/კარპები ფსკერის თევზებს მიეკუთვნებიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ საჭმლის მოპოვება წყლის სიღრმის ყველა დონეზე. საზანის კვების რეჟიმის შეცვლა შესაძლოა მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორების ზემოქმედების გამო: საკვების ზოგიერთი სახეობა (ქირონომიდები მაგ.), რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ გაზაფხულზე , მაშინ როცა სხვები – წელიწადის უფრო ცივ დროს (Asellus, ნაწილობრივ). წყლის ტიპის და ხარისხის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება სელექცია. კვების ჩვეულებრივი რეჟიმის აღწერა ძნელია, რადგან ის უმეტეს წილად თევზის ადგილსამყოფელზეა დამოკიდებული, მაგრამ მენიუში შედის როგორც ნორმალური ზომის კიბოსმაგვარები (Copepoda), ასევე უფრო მსხვილი მოლუსკები (Gastropoda). მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ საზანის მენიუს 70%-ს არანატურალური საკვები შეადგენს (წყალსაცავებზე მეთევზეების დიდი პრესინგის გამო). ჩვენი აზრით, ნებისმიერი საზანი მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივი საკვების მოპოვებას ცდილობს, ადგილმდებარეობის მიუხედავად. საცხოვრებელის მიხედვით განსხვავებები საკვებში განპირობებულია არანატურალური საკვებით, რომლებიც თავის მხრივ დამოკიდებულია თევზმჭერების არსებობაზე, წყალსაცავის თევზიანობაზე, ხელმისაწვდომ არეალზე და სხვა. ამასთან ერთად, კვების ბუნებრივი ციკლი (კბც) ნებისმიერ ეკოსისტემაში იცვლება მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. ადრეულ ზამთარში წყლის საკვების რაოდენობა ასე თუ ისე მცირდება. მაღალი წნევის ცივი ფორნტები სერიოზულად ამცირებენ წყლის ტემპერატურას, და ამასთან ერთად არსებითად მცირდება საზანის საკვებიც. ევროპაში კვების ბუნებრივი ციკლის ცვლილებები იწყება ოქტომბრის ბოლოს –ნოემბრის დასაწყისში.
სამეცნიერო ექსპერიმენტებმა და პრაქტიკულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ საზანს საარსებოდ საკვების ნატურალური სახეობა სჭირდება - Chironomus (კოღოების დიდი ოჯახი), მოლუსკები და კიბოსმაგვარები – ისინი ზამთრის დასაწყისში თავიანთ პოპულაციას კრიტიკულად ამცირებენ და არ ზრდიან მას გაზაფხულის დადგომამდე, როცა წყლის ტემპერატურის დონე აწევას იწყებს.
თევზების სხვა ნატურალური საკვებიც ამგვარ ციკლს გადის; საზანი, რომლისთვისაც მშვენივრადაა ნაცნობი ეს ფაქტი, საკვებს შორის ან ყველაზე უპირატესს ირჩევს, ან იმას, რომელიც უფრო ადვილი საშოვნელი იქნება მთელი წლის განმავლობაში. როდესაც ნატურალური საკვების ბუნებრივი წყარო (სახეობა) გამოილევა, საზანი საკვების სხვა წყაროზე გადადის (აგვისტოში, მაგალითად, მოლუსკები არიან, სექტემბერში კი - კოღოები).


გამოსახული ცხრილი კალენდარული წლის განმავლობაში კვების სეზონურ ცვლილებებს გვიჩვენებს. ტაბულაში მოცემული ინფორმაცია საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის სამი დიდი ტბის გამოკვლევების საფუძველზეა მიღებული.

მიუხედავად იმის, რომ ჩვენი ადგილობრივი ტბის ამგვარი გამოკვლევების შედეგები შესაძლოა სხვანაირი იყოს, აქ არის ისეთი რამ, რაზეც უნდა ვიფიქროთ. მონაცემების მიღებისათვის მთელი წლის განმავლობაში საზნებს ტბაში იჭერდნენ. ტბიდან ამოღების შემდეგ თევზი მომენტალურად კვდებოდა, რის შემდეგაც საჭმლის მონელების ტრაქტის შიგთავსის შესწავლა ხდბოდა. თავს აღარ მოგაწყენთ ამ გამოკვლევის ყველა განსაკუთრებულობაზე და შევეცდები აზრი ორი სიტყვით გამოვთქვა. ექსპერიმენტის შედეგებმა ცხადად აჩვენა, რომ საზანის კვების სეზონური რეჟიმი მთელი წლის განმავლობაში ციკლურად იცვლება, აუცილებელი ნატურალური საკვების არსებობაზე დამოკიდებულებით. ზამთარში საზანი ბუნებრივი საკვების ნაკლებობას განიცდის, და ამიტომაც საკვების წყარო ძირითადად მეთევზეს სატყუარა ხდება. ზოგიერთისთვის ეს საკითხი განსაზღვრული საკვების უპირატესობაა, სხვებისთვის - არჩევანის უქონლობა.
უნდა შეგახსენოთ, რომ საზანი - ცივსისხლიანი არსებაა; ამიტომაც ზამთრის დასაწყისში მათთვის აუცილებელია გაძლიერებულად იკვებონ, რომ სიმბიოზის/ძილის ფაზაში შესასვლელად მზადყოფნაში იყვნენ. შესაბამისად, საზანის დაჭერის ყველაზე კარგი პერიოდი გვიანი შემოდგომაა. წყლის ტემპერატურის დაწევის პირველივე ნიშანი საზანს კვების პროცესის აქტივიზირებას აიძულებს. ძლიერი ქარის მეშვეობით თევზს საკვების მოპოვება უადვილდება რადგან ის ფსკერს კარგად ამღვრევს და წყალს ჟანგბადის ამდიდრებს. იმ ზონებში, სადაც საზანის კვება ძირითადად ნატურალურ საკვებს შეადგენს, მოცემული დრო თევზის დაჭერის კარგი პერიოდი არ არის. მიუხედავად ამის უმეტეს შემთხვევაში ყველაზე კარგი თევზის დაჭერის პერიოდად გვიანი შემოდგომა ითვლება, თუ თქვენ, როგორც ყველა თანამედროვე მეთევზე, განსაკუთრებულად იყენებთ ხელოვნურ სატყუარას.

კვება ერთი დარტყმით

(კედ)

საზანს ორგანიზმის საკვებით გავსებასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ჟანგბადი ესაჭიროება. ზაფხულის განმავლობაში, როცა წყალში ჟანგბადის დონე შედარებით დაბალია, საზანს უძნელდება ერთი დარტყმით გაძღომა (ეგრეთ წოდებული კვება ერთი დარტყმით). ყველაზე კარგი იქნება ამ საკითხის განხილვა შიშველი კარპის მაგალითზე. შიშველი კარპის გენეტიკური განსხვავება თანამოძმეებისგან (ქერცლოვანისაგან, სარკისებურისაგან, ხაზოვანისაგან) იმ ფაქტს განსაზღვრავს, რომ კვებისას ის უფრო მეტ ჟანგბადს საჭიროებს (ერიტროციტების ნაკლები რაოდენობის გამო). როცა ჟანგბადის პროცენტული რაოდენობა წყალში იკლებს, შიშველ კარპს ფიზიკურად იმდენი საკვების ერთი დარტყმით მიღება არ შეუძლია, რამდენის მომხმარებასაც სხვები შეძლებენ, რაც ზრდის შეზღუდულ პოტენციალში გამოიხატება. როცა კედ-ი ზაფხულის თვეებში მიუწვდომელი ხდება, კარპის ყველა სახეობა კვების სხვა რეჟიმზე გადადის: ხშირად და ცოტ-ცოტა. ზამთარში - პირიქით, ჟანგბადის მაღალი დონე წყალში კედ-ის განხორციელების შესაძლებლობას აუმჯობესებს.

საჭმლის მონელება


საზნებს/კარპებს კუჭი არ აქვთ; საჭმლის მონელება პირდაპირ კუჭ-ნაწლავში ხდება. კუჭის უქონლობა იმაზე მეტყველებს, რომ საჭმლის მონელებაზე ფერმენტები აგებენ პასუხს, ასევე იმაზეც, რომ თევზს შენახვის ფუნქცია არ გააჩნია. საზანის კუჭ-ნაწლავი ძალზედ გრძელია (ტანის მთლიანი სიგრძის დაახლოებით 2/3-ია); საჭმლის მონელება კუჭ-ნაწლავის კედლებზე და კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაში მყოფ ფერმენტების მეშვეობით ხორციელდება. დომინანტურ ცილის-საჭმლის მონელების ფერმენტად ითვლება ტრიპსინი, რომელიც ენდოპეპტიდაზებს მიეკუთვნება, მას ცილისეული საჭმლის მონელებისთვის ლიზინი (ამინომჯავა) ან არგინინი (ამინომჟავა) სჭირდება. ცილების გასვლას ტუტე გარემოცვა უწყობს ხელს, რომელიც საზანის კუჭ-ნაწლავისთვის დამახასიათებელია (ph -ის საშუალო დონე დაახლოებით 7-7,7 შეადგენს), მაგრამ მიუხედავად ამისა სოიოს და თუთიას სუბსტანციების არსებობამ შესაძლოა პროცესის შენელებამდე მიიყვანოს. სოიო ტრიპსინის ქმედებას ანელებს და კუჭ-ნაწლავში საჭმლის გავლას ართულებს. თუთია, პირიქით, ტრიპსინის ქმედებას აქტივიზირებს, მაგრამ საჭმლის ათვისებას ანელებს. ბოლო ფაქტი მეცნიერებებისთვის დღემდე ამოცანად რჩება.

ზრდა


საზანის გენეტიკური აღნაგობა და მისთვის ხელმისაწვდომი საკვების წყაროები თევზის მაქსიმალურ ზრდას განსაზღვრავენ. ამ დროისთვის ყველაზე რეკორდული კარპი, ანკესით დაჭერილი, სამეფო სახეობის (cyprinus carpio -ის სახეობა) არის, წონით 37 კგ. (ასეთი წონის სულ ორი სახეობაა დარეგისტრირებული), მაგრამ დამტკიცებულია რომ კარპსს უფრო დიდ ზომებამდე შეუძლია გაზრდა. თევზების მომრავლებლებს შორის ვრცელდება აზრი, რომ "კვების ხარისხი თევზის ხარისხს განსაზღვრავს". სწორი კვების რეჟიმის დაცვისას და წყნარ წყალში ყოფნისას, შესაძლოა, რომ საზანის წონამ სამი წლის ასაკში 2.5 კილოგრამს მიაღწიოს. საზანის ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 25 გრადუსია. ზრდის შენელება 20 გრადუსზე დაბალ ტემპერატურისას იწყება და 5 გრადუსის ტემპერატურისას ჩერდება. ჩვეულებრივ მდედრები წონას უფრო სწრაფად აგროვებენ, მაგრამ ოვულაციის პერიოდში შესაძლოა მოუსვენარ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და წონა სწრაფად დააგდონ. მამრები, რომლებიც ზრდის კარგ პოტენციალს ფლობენ, როგორც წესი, უფრო დიდხანს ცხოვრობენ.

არეალი


საზანი/კარპი მშვენივრად ეგუება წყნარ, მღელვარე წყალს, და ასევე ტბის პირობებს. როგორც წესი, საზანები ერთ არეალს არიან მიჩვეულნი, მაგრამ მდინარეებში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ თევზს კვებისთვის და ქვირითის დაყრისთვის საკმაოდ გრძელი მანძილი გადაუცურია. არეალის ტიპი თევზის ფიზიკურ დახასიათებას განსაზღვრავს. ძალიან ხშირად მდინარეებში დასახლებული საზნები დაგრძელებულ ფორმას იღებენ იმ დროს როცა, ტბის საზანი ჩვეულებრივ უფრო მსუქანი და მოკლეა. არეალი ზრდის პოტენციალზეც აისახება: წყლის ხარისხი და წყალსაცავის თევზიანობა აისახება ხელმისაწვდომი საკვების რაოდენობაზე.

სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას

სტატიის ავტორი Irakli_13 (ირაკლი ხორავა)



Born to FISH forced to WORK
Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Jan 26 2010, 03:52 PM
პოსტი #2

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



როგორც იქნა!!!
მშვენიერი სტატიაა ირა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
თ ე მ ო
პოსტი Jan 26 2010, 04:39 PM
პოსტი #3

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,549
რეგისტრ.: 24-March 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 165



ყოჩაღ იკა,
ძალიან კარგი სტატიაა, აკადემიური და შემეცნებითი თავისი შინაარსით.
მოხარული ვარ რომ ჩვენს ფორუმზე მსგავსი სტატიები ქვეყნდება, რაც განსჯისა და ჯანსაღი პოლემიკის საშუალებას იძლევა.



CARPE DIEM
Go to the top of the page
 
+Quote Post
irakli (zarqua)
პოსტი Jan 26 2010, 05:03 PM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 753
რეგისტრ.: 10-October 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 271



წავიკითხე და ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღე, ოღონდ ცოტა ვრცლად რო იყოს განხილული მისი აქტიურობა კვების თვალსაზრისით წელიწადის დროის მიხედვით უფრო კარგი იქნებოდა, ასევე ვრცლად შეიძლებოდა განხილულიყო კონკრეტულად პროცენტული მაჩვენებლები, მაგრამ სულ არაფერს ეს ჯობია, გმადლობ ასეთი კარგი სტატიისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli_13
პოსტი Jan 26 2010, 05:43 PM
პოსტი #5

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,674
რეგისტრ.: 11-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 25



ციტატა(seiraniko @ Jan 26 2010, 05:03 PM) *
წავიკითხე და ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღე, ოღონდ ცოტა ვრცლად რო იყოს განხილული მისი აქტიურობა კვების თვალსაზრისით წელიწადის დროის მიხედვით უფრო კარგი იქნებოდა, ასევე ვრცლად შეიძლებოდა განხილულიყო კონკრეტულად პროცენტული მაჩვენებლები, მაგრამ სულ არაფერს ეს ჯობია, გმადლობ ასეთი კარგი სტატიისთვის


ზოგადი ინფორმაციისათვის მემგონი წავა seiraniko. wink.gif დანარჩენი საკითხები სხვა თემებში გავშალოთ.

პ.ს. ყველას მადლობა გამოხმაურებისათვის.



Born to FISH forced to WORK
Go to the top of the page
 
+Quote Post
irakli (zarqua)
პოსტი Jan 26 2010, 05:52 PM
პოსტი #6

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 753
რეგისტრ.: 10-October 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 271



ზოგადისტვის ზალიან მაგარია რას ამბობ
Go to the top of the page
 
+Quote Post
levani
პოსტი Jan 26 2010, 07:17 PM
პოსტი #7

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,276
რეგისტრ.: 21-July 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 230



ირაკლი ძალიან საინტერესო სტატია. ნამდვილად არ ვიცოდი თუ ველური კარპი ასე პატარა ზომის იქნებოდა. ბევრი რამ შევიტყე რაც არ ვიცოდი აქამდე. დიდი მადლობა და იმედია ბევრ სტატიას დაწერ ჩვენი საყვარელი მეთოდის შესახებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli_13
პოსტი Jan 26 2010, 07:21 PM
პოსტი #8

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,674
რეგისტრ.: 11-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 25



გაიხარე ლევან!



Born to FISH forced to WORK
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NickAdams_*
პოსტი Jan 26 2010, 08:11 PM
პოსტი #9
უკვე 4 ჯერ წავიკითხე, საღოლ იკა!!!!!!! (ხომ ვამბობდი გაფრინდება თქო smile.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_troutbaiter_*
პოსტი Jan 26 2010, 08:18 PM
პოსტი #10
რაც კარგია, კარგია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli_13
პოსტი Jan 26 2010, 09:17 PM
პოსტი #11

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,674
რეგისტრ.: 11-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 25



გმადლობთ, გმადლობთ მეგობრებო. smile.gif



Born to FISH forced to WORK
Go to the top of the page
 
+Quote Post
Joseph
პოსტი Jan 27 2010, 12:31 AM
პოსტი #12

Advanced Member
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 3,513
რეგისტრ.: 9-March 09
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 141



არის!!!! ასრულდა !!!! ოცნება ჩემი....

smile.gif)))



sks54-Forum.ge, Thug_Life-Guns.ge Joseph-Fisher.ge

"Fishing is like sex" You never know what your going to catch!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tagvi
პოსტი Jan 27 2010, 01:35 AM
პოსტი #13

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 24-January 10
წევრი №: 293



ძალიან კარგი ინფოა დიდი მადლობა..
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკობრე
პოსტი Jan 28 2010, 11:53 AM
პოსტი #14

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,030
რეგისტრ.: 5-February 09
მდებარეობა: TBILISI GEORGIA
წევრი №: 12



ა კაცი! ა სტატია!
ეს სტატიაა ქვათა შორის როგორც გიშერი, ხორავა შენ ხარ ნამდვილი კარპ ფიშერი biggrin.gif ა რავარი გავლექსე?!
Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Jan 28 2010, 06:56 PM
პოსტი #15

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



ციტატა(მეკობრე @ Jan 28 2010, 11:53 AM) *
ა კაცი! ა სტატია!
ეს სტატიაა ქვათა შორის როგორც გიშერი, ხორავა შენ ხარ ნამდვილი კარპ ფიშერი biggrin.gif ა რავარი გავლექსე?!

გარეპე პრაქტიკულად wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
nikola85
პოსტი Mar 18 2010, 07:56 PM
პოსტი #16

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 259
რეგისტრ.: 9-February 10
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 301



საღოლ ძმაო მართლაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გაიხარე
Go to the top of the page
 
+Quote Post
irakli (zarqua)
პოსტი Apr 23 2010, 04:11 PM
პოსტი #17

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 753
რეგისტრ.: 10-October 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 271



ხომ არ იცით კობრისებრთა ჯიშს რატომ უყვარს ქარიანი ამინდი???
Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Apr 23 2010, 04:17 PM
პოსტი #18

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



ციტატა(irakli (zarqua) @ Apr 23 2010, 04:11 PM) *
ხომ არ იცით კობრისებრთა ჯიშს რატომ უყვარს ქარიანი ამინდი???

ეგ მცნება არ არის კანონზომიერება, ყოველ წყალსატევს თავისი სპეციფიკა აქვს. სრულიად უქარო ამინდში თევზი უბრალოდ უფრო ფრთხოილია ვინაიდან ტალღების გარეშე უკეთ ხედავს რა ხდება ზედაპირზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli_13
პოსტი Apr 23 2010, 04:18 PM
პოსტი #19

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,674
რეგისტრ.: 11-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 25



ციტატა(irakli (zarqua) @ Apr 23 2010, 04:11 PM) *
ხომ არ იცით კობრისებრთა ჯიშს რატომ უყვარს ქარიანი ამინდი???


არ ვიცი საიდან მოიტანე რო უყვართ ირაკლი ტუმცა პირველი რაც თავში მომდის არის რომ ქარს ორი რამ მოაქ ... ის წყალს ჟანგბადით ამდიდრებს და მეორე ფსკერს ამღვრევს და საკვებს პოვნას უადვილებს თევზსს ... ამიტომაც არის მოსაზრება რო კობრი ქარს მიყვება და იმ ნაპირზე ჩერდება საითაც ქარი ურტყავს ... რადგან იქ უფრო მეტი ჟანგბადი და მეტი საკვებია.



Born to FISH forced to WORK
Go to the top of the page
 
+Quote Post
irakli (zarqua)
პოსტი Apr 23 2010, 04:19 PM
პოსტი #20

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 753
რეგისტრ.: 10-October 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 271



შოთა მე ვგულისხმობ კენკვას,,, ანუ ქარიან ამინდში უფრო მეტად იკვებება ვიდრე წყნარში,, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ასე დავაკვირდი, რამდენადაც ქარიან ამინდში მითევზავია კობრისებრთაზე უფრო აუღია სატყუარა ვიდრე წყნარ და მშვიდ ამინდში
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
> ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

SUPPORTED BY GIABURSU