გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

IPB
> საშიში არსებები, საშიში არსებები
SHO
პოსტი Oct 2 2009, 01:42 AM
პოსტი #1

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



საშიში არსებები

ყველასათვის ცნობილია ის ეიფორია რომელსაც თევზაობის სამზადისში განვიცდით, როდესაც გასვლა დილა ადრიან არის დაგეგმილი და ჩვენ ამ მომენტის მოლოდინში თითქმის მთელი ღამე არ გვძინავს... მაგრამ ამ სტატიაში მე მინდა იმ საშიშროებებზე მოგიყვეთ რომლებიც თევზაობისას შეიძლება შეგვემთხვეს.
ჩვენდა საბედნიეროდ საქართველოში არც თუ ისე ბევრი არსებაა რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. მინდა შემოგთავაზოთ საშიშ არსებათა რეიტინგი, რომელთაც შეიძლება თევზაობისას წავაწყდეთ.
ამ სიაში პირველობა უდაოდ უკავია კავკასიურ გიურზას.

არის აზრი რომ ეს გველი ადრე საქართველოში არ ბინადრობდა და იგი აზიიდან შემოიყვანეს, მაგრამ ეს ასე არ არის, ვინაიდან არსებობს ქვეწარმავლის ჯიში -კავკასიური გიურზა- . მართალია ეს გველი ესეთი რაოდენობით არ ბინადრობდა ადრე, მაგრამ ამის მიზეზი არის გიურზის ბინადრობის ადგილას მეცხოველეობის დარგის მკვეთრი კლება, ვინაიდან ცხვარის დიდი ფარები ამ გველის დიდ რაოდენობას ანადგურებდა, განსაკუთრებით მაისი-ივნისის პერიოდში როდესაც გიურზა ბუდობს. დღეს დღეობით კი ცხვრის ფარები გიურზის ბინადრობის ადგილებში ძალიან შემცირდა, რამაც გამოიწვია მისი მომრავლება.
გიურზის შხამი იწვევს სისხლძარღვების კედლების გათხელებას, რის შედეგადაც ხდება ლოკალური სისხლჩაქცევები. ნახევარი საათის განმავლობაში, კბენის შემდეგ, ადამიანი განიცდის მწვავე ტკივილს ნაკბენის ირგვლივ, შემდეგ მას ეწყება უხვი ნერწყვგამოყოფა და გულისრევა, გულის და სასუნთქი ორგანოების დისფუნქცია. თუ ადამიანს გიურზის კბენის შემდეგ უმოკლეს დროში არ გაეწევა სამედიცინო დახმარება 2-7 საათის განმავლობაში იგი შეიძლება დაიღუპოს.
შხამის ტოქსიკურობის სიმძლავრით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეიტინგის მეორე ადგილას იმყოფება შავი ზღვის ბინადარი ზღვის მორიელი ან ზღვის დრაკონი.

იგი ვიზუალურად ძალიან გავს ზღვის ღორჯოს, საბედნიეროდ ზღვის მორიელი არც თუ ისე ხშირად ხვდება მეთევზეთა ნემსკავზე. მისი შხამი მოთავსებულია ზურგის ფარფლზე განლაგებულ ეკლებში. თუ ეს ეკალი მეთევზეს ერჭობა ხელში იგი მომენტალურად განიცდის მწვავე ტკივილს, რომლისგანაც შეიძლება გონება დაკარგოს, შემდგომი 10-15 წუთის განმავლობაში ჩხვლეტის ადგილი სივდება და ერთ საათში აღწევს მაქსიმუმს. დაზარალებულს შეემჩნევა ღებინება, უჭირს სუნთქვა და უწევს სიცხე. ზღვის მორიელის ნაჩხვლეტი შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს, ასე რომ რაც უფრო სწრაფად აღმუჩენენ დაზარალებულს სამედიცინო დახმარებას მით უკეთესი.
ზღვის კატა და ზღვის მელია- ეს ორი არსება შეიარაღებულია საკმაოდ დიდი 15-20 სანტიმეტრიანი ეკლებით კუდთან.

საფრთხის დროს ეს თევზები უეცარ თავდასხმას აკეთებენ კუდით და ეკალს ასობენ თავდამსხმელს. ეკალი შხამიანია და ხშირად ჭრილობაშივე რჩება. მისი დარტყმა ბლაგვი დანის ჩასობას გავს და იწვევს მწვავე ტკივილს, რომელსაც მოყვება დაზიანებული ადგილის გასიება. 10-15 წუთის შემდეგ ტკივილს ემატება თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, გულის ცემის რიტმის დარღვევა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ჭრილობიდან ამოვიღოთ ეკლის ნარჩენები და სასწრაფოდ მივმართოდ ექიმს.
ობობისებრთა ოჯახის სახიფათო წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება თევზაობისას წავაწყდეთ არის ფალანგი.

მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა ფალანგი არ არის შხამიანი. იგი შეიარაღებულია საკმაოდ დიდი ეშვებით (ხილიცერებით), ამიტომაც მისი კბენა საკმაოდ მტკივნეულია. საშიშროება იმაშია რომ ბაქტერიული გარემო ხილიცერების ირგვლივ ძალიან მავნებელია, სწორედ ამ ბაქტერიების მოხვედრა ღრმა ჭრილობაში, რომელიც კბენის მერე წარმოიქმნება, იწვევს კანის ნეკროზს და სხვა არანაკლებ არასასიამოვნო შედეგებს. კბენის შემდეგ საჭიროა ჭრილობის დეზინფიცირება და სამედიცინო დახმარების მიღება. ბინადრობს ფალანგა აღმოსავლეთ საქართველოში.
ქვეწარმავალთა კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელმაც უსიამოვნება შეიძლება მოგვანიჭოს, არის გველგესლა. საქართველოში მისი ორი ნაირსახეობა ბინადრობს ჭრელი ანუ მინდვრის და ჩვეულებრივივ გველგესლა.

ამ ქვეწარმავალის შხამი ადამიანისთვის მომაკვდინებელი არ არის, რა თქმა უნდა თუ ადამიანი არ არის ალერგიული ან სხვა პრობლემები არ აქვს ჯამთელობასთან, მიუხედავად ამისა მისმა ნაკბენმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. ეს გველი ძალიან ხშირად ძვრება თევზის შესანახ ბადეში სადაც ეჭედება და ამოღებისას ვერ გარბის და ესხმის თავს მეთევზეს. ნაკბენი სივდება და იწვევს მაღალ სიცხეს და ორგანიზმის საერთო დისკომფორტს. ექიმთან მიმართვა აუცილებელია. გველგესლა ბინადრობს მთელ საქართველოში და განსაკუთრებით ბევრია იგი დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბინადრობს კავკასიური (შავი) და მეგრული (მოყავისფრო) მორიელი.

ამ მწერების შხამი ადამიანისთვის სასიკვდილო არ არის, ნაკბენის შეშუპება და საერთო დისკომფორტი, ეს მაქსიმუმია რაც შეიძლება დაგვემართოს, თუ რა თქმა უნდა ალერგიული ან რაიმა სხვა პრობლემა არ გვაქვს ჯამთელობასთან. ბინადრობენ ეს მწერები ნესტიან ადგილებში, მორების და ქვების ქვეშ, ამიტომ ცოცხალი სატყუარის ძებნის დროს სიფრთხილე გვმართებს.
შავ ზღვაში ბინადრობს თევზი, რომელიც იჭმევა და რომლისგანაც დამზადებული უხა დელიკატესადაც ითვლება,ეს არის შავი ზღვის ჩიქვი.

ამ თევზს მეთევზეთათვის ერთი ფრიად არასასიამოვნო სიურპრიზი აქვს ზურგის ფარფლებში განლაგებული შხამიანი ეკლების სახით. მისი ნაჩხვლეტი არ არის სასიკვდილო, მაგრამ დიდხანს არ ხორცდება და შეიძლება მაღალი სიცხის მიზეზიც გახდეს. ამიტომ თუ ეს თევზი ნემსკავზე დაგიჯდათ ფრთხილად იყავით მისი განთავისუფლებისას.
ბზიკი, კრაზანა, ხარაბუზა.. ეს ის მავნე და აგრესიული მწერებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვკბენენ.

ერთი კრაზანას კბენა რა თქმა უნდა არასასიამოვნოა მაგრამ ცნობილია მისი ადამიანზე მასიური თავდასხმა, როდესაც ადამიანისთვისს 20 და მეტი ეკზემპლიარს უკბენია და ამას ფატალური შედეგი გამოუწვევია.
ველის ტკიპა სახიფათო და ხშირად სასიკვდილო ვირუსული დაავადებების გადამტანი პარაზიტია.

ამიტომ თუ შეამჩნევთ ტკიპას რომელმაც გიკბინათ და ამას მოყვება მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მურა დათვი და მგელი.

ალბათ სრულიად გასაგებია რა ზიანს ექნება ადგილი თუ ამ ძლიერმა მტაცებლებმა რამე დაგიპირეს, ამიტომ სავალალო შედეგების აღწერით თავს არ შეგაწყენთ.
მიუხედავად იმისა რომ ყველა ზემოთ აღწერილი არსება ადამიანს ავნებს, უნდა გვახსოვდეს რომ ყველა ცხოველი გაურბის ადამიანთან კონტაკტს და ერიდება მას, ამიტომ თუ თქვენ არ გექმნებათ საშიშროება ტყუილად ნუ მოკლავთ მათ, მხოლოდ იმის გამო რომ ისისნი გიპოტეტურად სახიფათონი არიან.

P.S ყველაზე სახიფათო არსება, რომელსაც თქვენ შეიძლება შეხვდეთ თევზაობისას არის მთვრალი მეთევზე მეზობელი ბანაკიდან!

მას არც შხამი აქვს და არც ეშვები, მაგრამ თავისუფლად შეუძლია გაგიფუჭოთ თევზაობის მშვენიერი საათები. wink.gif

სტატიის ავტორია SHO (Shota Kvaracxelia)
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
> გამოხმაურებები
UGORSKI
პოსტი Jan 12 2011, 09:03 PM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ანკარა (Natrix), გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. ახასიათებთ გრძელი, ჩამოსხმული სხეული, მისგან გამოყოფილი თავი, რომელიც დაფარულია 9 მსხვილი, სიმეტრიულად განლაგებული ფარით. ნეკნების გასწვრივ გააჩნიათ ქერცლები. თავი მკვეთრადაა გამოყოფილი კისრისაგან, გუგები - მრგვალია. ზედა კბილები იზრდება ხახისაკენ. ცხოვრების წესით დაკავშირებულნი არიან წყალთან. იკვებებიან ქვეწარმავლებით, თევზებით, ქვემძრომებით, ამფიბიებით. მსხვერპლს ყლაპავენ ცოცხლად. კვერცხმდებლებია. აერთიანებს 3 - 5 სახეობას. მათგან საქართველოში გვხვდება - 2: წყლის ანკარა (Natrix tessellata) და ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix)...სახეობები:
Natrix flavifrons
Natrix maura - გველგესლასებრი ანკარა
Natrix megalocephala - ევროპული დიდთავა ანკარა
Natrix natrix - ჩვეულებრივი ანკარა
Natrix tessellata - წყლის ანკარა.....ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix) არის უშხამო გველი ანკარასებრთა ოჯახისა.____შეფერილობა :__ჩვეულებრივი ანკარა მკვეთრად განსხვავდება სხვა გველებისაგან კარგად შესამჩნევი, თავის უკანა ნაწილის ორივე მხარეს არსებული ყვითელი, სტაფილოსფერი ან ჭუჭყიანი-თეთრი ორი ლაქით. ლაქას გააჩნიათ ნახევარმთვარის ფორმა და ბოლოვდება ორივე მხარეზე შავი ზოლით. თუმცა გვხვდება ისეთი ეგზემპლარები, რომლებსაც ეს ლაქები ან სულ არ აქვთ, ან სუსტად აქვთ გამოხატული. სხეულის ზედა ნაწილის ფერი მერყეობს მუქი ნაცრისფრიდან-შავამდე. მუცელი თეთრია, შავი წერტილებით დაწინწკლული....სხეულის სიგრძე

გველის სიგრძე მაქსიმუმ 1,5 მეტრს აღწევს. იზრდებიან არანაკლებ 1 მეტრამდე. მდედრი უფრო მსხვილია, ვიდრე მამრი.
გავრცელების არეალი

ჩვეულებრივი ანკარა გავრცელებულია ჩრდილო აფრიკაში, ევროპაში (უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა), ასევე აზიაში (აღმოსავლეთიდან ცენტრალურ მონკოლიამდე). სხვა ანკარებისაგან განსხვავებით ცხოვრობენ უფრო ჩრდილოეთით, სკანდინავიის ნ/კ-დან თითქმის პოლუსამდე. ჩვენში ეს გველი ფართოდაა გავრცელებული.
საცხოვრებელი გარემო

ამ გველების საცხოვრებელი ადგილი ნესტიანია. ბინადრობენ ძირითადად მდინარეების, ტბების, ჭაობების, სარწყავი არხების ან წყალსაცავების ახლოს; ნესტიან ტყეებში; ბუჩქოვან მინდვრებში. იშვიათად გვხვდებიან ღია სტეპებში და უტყეო მთებში. არც თუ ისე იშვიათად ცხოვრობენ ბოსტნებში, ბაღებში, შინაური ცხოველების სადგომებთან და ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნაგებობაში. გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც ნიადაგი ნესტიანია, გველები წყლიდან მოშორებით მიდიან და სახლდებიან ხეების ფესვების ქვეშ, ქვებში, მღრღნელების სოროებში, ხის ნაპრალებში და სხვა. იშვიათად სარდაფებში და ნაგვის გროვებში.
ცხოვრების წესი

ჩვეულებრივი ანკარები სწრაფად დაცოცავენ, ძალიან აქტიურები არიან, შეუძლიათ ხეებზე ცოცვა, კარგად ცურავენ. შეუძლიათ გაცურონ ნაპირიდან მრავალ კილომეტრზე და ათეულობით წუთი იყვნენ წყლის ქვეშ. ცურვის დროს თავი ზემოთ აქვთ აღმართული და ადვილად შესამჩნევნი არიან. ნადირობენ ძირითადად დილისა და საღამოს საათებში. დღის განმავლობაში კი თბებიან მზეზე. ანკარა ზამთარს ძილში ატარებს. საზამთროდ მღრღნელების სოროებში, ხეების ფესვების ქვეშ და სხვა მყუდრო ადგილებში იმალება. ხშირად მარტო. ერიდებიან სხვა სახეობის გველებს. გამოსაზამთრებლად მიდიან გვიან ოქტომბერ-ნოემბერში. ზამთრის თბილ დღეებში გამოდიან სამალავიდან და თბებიან მზეზე. ჩრდილოეთით გამოზამთრება 8-8,5 თვე გრძელდება, სამხრეთში კი უფრო ნაკლები.
საკვები

ჩვეულებრივი ანკარა უშხამო გველია. მას შხამიანი კბილები არ აქვს, ამიტომ მსხვერპლს ცოცხლად ყლაპავს. საკვებს პოულობს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. ანკარას საკვებს წარმოადგენს: ბაყაყები, გომბეშოები, ტრიტონები, წვრილი თევზები (იშვიათად), ხვლიკები, მწერები (უმთავრესად ხოჭოები), ზოგჯერ მინდვრის თაგვებიც და იშვიათად ჩიტები. ახალგაზრდა ანკარები ზოგჯერ მწერებს მიირთმევენ. გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს ისინი თევზებითაც იკვებებიან არ დასტურდება. იშვიათად თუ ყლაპავენ პატარა ზომის თევზებს. მიუხედავად იმისა, რომ დაცურავენ თევზებს შორის, მათ კუჭში მხოლოდ თავკომბალებს პოულობენ. ერთი ნადირობისას, ზრდასრულმა ანკარამ შესაძლოა 8 ბაყაყი შეჭამოს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბაყაყები ამ გველთან შეხვედრისას მეტად განსხვავებულად იქცევიან. იმის მაგივრად, რომ გააკეთონ დიდი ნახტომები და სწრაფად გაეცალონ მტერს, ისინი იწყებენ ხტუნვას მოკლე ნახტომებით, თან გამოსცემენ ცხვრისმაგვარ ხმებს. ანკარა ცდილობს ბაყაყი მუდამ თავით დაიჭიროს. თუ ამას ვერ ახერხებს, ფეხებით იჭერს და იწყებს მის ნელ-ნელა გადაყლაპვას. ამ დროს ბაყაყი ფართხალებს, გამწარებული ყიყინებს. ანკარა პატარ ზომის ბაყაყებს იოლად ყლაპავს, დიდი ეგზემპლარების გადაყლაპვას კი ზოგჯერ საათობით უნდება. საფრთხის დრო იგი სწრაფად გადმოაგდებს ახლადგადაყლაპულ მსხვერპლს პირიდან, შემდეგ რაც შეიძლება დიდზე აღებს პირს და ხელმეორედ ყლაპავს მას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უკან ამოგდებულ ბაყაყს გაქცევით უშველია თავისათვის.
გამრავლება და კვერცხი

შეწყვილება ხდება აპრილის ბოლოს და მაისის თვეში. ივლის-აგვისტოში მდედრი დებს 6-30 განაყოფიერებულ კვერცხს. ანკარას კვერცხი თეთრი, მკვრივი, პერგამენტისმაგვარი გარსითაა დაფარული. კვერცხები ზოგჯერ ერთმანეთს ეწებება, ხშირად კი ფუჭდება გამოშრობის გამო. ამიტომ გველი მას ნესტში 25-30 °C დებს. კვერცხებს ანკარა ჩვეულებრივად ხავსში დებს, ასევე დამპალ მერქანში, ჩამოცვენილი ფოთლების გროვაში, ნაგავში ან ნაკელში, სადაც მეტი სითბოა და კვერცხიც შესაბამისად უფრო სწრაფად ვითარდება. ზოგჯერ რამოდენიმე მდედრი ერთ ადგილას დებს კვერცხებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთად 1200, ფენებად ჩამწკრივებული კვერცხი უნახავთ.
გამოჩეკვა და ახალგაზრდა ანკარები

ახალდადებულ კვერცხში შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს ჩანასახის გულისცემა. ინკუბაციური პერიოდი 5-8 კვირა გრძელდება. კვერცხის დადებიდან დაახლოვებით 1 თვის შემდეგ იჩეკებიან პატარა ანკარები. ისინი 15 სანტიმეტრს აღწევენ და დაბადებისთანავე იწყებან დამოუკიდებელ ცხოვრებას.
მტრები

ჩვეულებრივ ანკარას მტრები ბევრი ჰყავს, მათ შორის გველიჭამია არწივი, წერო, ენოტისებრი ძაღლი, მელია, ვირთხები, რომლებიც განსაკუთვრებით კვერცხებსა და ახალგაზრდა ანკარებს ეტანებიან...
ადამიანი

ადამიანთან შეხვედრის შემთხვევაში გველი გაქცევას ცდილობს, თუ ამას ვერ ახერხებს, სხეულის უკანა ნაწილს რგოლებად ახვევს, სისინს იწყებს და თავს ესხმის მტერს (თავს აგდებს მისი მიმართულებით და კბენას ცდილობს). ხელში აყვანის შემთხვევაში ცდილობენ კბენას, თუმცა გველი მალევე მშვიდდება და ზოგჯერ მეტად უცნაურად იქცევა: თუ ამ დროს მსხვერპლი ახალი გადაყლაპული აქვს, აგდებს მას პირიდან და თავს იმკვდარუნებს - ხსნის პირს, სხეულს ადუნებს და ადამიანს ხელზე ”უსულოდ” ეკიდება. გაშვების შემთხვევაში კი წამებში ”ცოცხლდება” და გარბის.
ნაკბენი

ჩვეულებრივი ანკარა უშხამო გველია. მისი ნაკბენი მსუბუქია და მალევე ხორცდება.
იცით თუ არა, რომ...
თურმე ანკარას ისეთი იშვიათი თვისებები აქვს, რომელიც ბევრისთვის ცნობილი არ არის. მაგალითად, საცდელმა ანკარამ 31 დღე იშიმშილა. გარდა ამისა, შეუძლია 1,5 საათი იცუროს წყალქვეშ, რადგან ძალიან კარგად განვითარებული ფილტვები აქვს. ამ ორგანოს უმეტესი ნაწილი თხელკედლიანი ტომარაა, რომელიც სავსეა ჰაერით...ინფორმაციის წყარო :__wikipedia.org..



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post

> პოსტი ამ თემაში
- SHO   საშიში არსებები   Oct 2 2009, 01:42 AM
- - მეკობრე   გლიჯამს   Oct 2 2009, 11:35 AM
- - Irakli_13   ფუი ეშმაკს!   Oct 2 2009, 11:48 AM
|- - SHO   ციტატა(Irakli_13 @ Oct 2 2009, 12...   Oct 2 2009, 12:05 PM
- - მეკობრე   ერთ სულიერს ნერვიუ...   Oct 2 2009, 11:56 AM
- - Joseph   და მტვრალი მეტევზე...   Oct 2 2009, 12:12 PM
- - მეკობრე   ვა ზდაროვა სოსოჯან...   Oct 2 2009, 12:17 PM
|- - SHO   ციტატა(მეკობრე @ Oc...   Oct 2 2009, 12:22 PM
- - Joseph   მინდა ავღნიშნო, რო...   Oct 2 2009, 12:42 PM
- - zaza71   მაგარია, ლამაზი ს...   Oct 2 2009, 03:38 PM
- - troutbaiter   მე ივნისში მიკბინა...   Oct 3 2009, 08:09 PM
|- - Salamandra   ციტატა(troutbaiter @ Oct 3 2009, ...   Oct 4 2009, 07:24 PM
||- - lnebadze   ზურა გამიხარდა რომ...   Feb 20 2011, 03:53 PM
|- - Joseph   ციტატა(troutbaiter @ Oct 3 2009, ...   Oct 11 2009, 12:28 AM
- - sergeevich   ვიცოდი რომ ეს ტკიპ...   Oct 3 2009, 11:02 PM
|- - akela1954   [quote name='sergeevich' date='Oct 4 2...   Oct 4 2009, 01:07 PM
- - მეკობრე   ზუსტად ვერ გეტყვით...   Oct 5 2009, 11:23 AM
- - SHO   აი ესე გამოიყურება...   Nov 21 2009, 01:45 AM
- - giga_st   სულით ხორცამდე შემ...   Nov 21 2009, 02:13 AM
- - SHO   აი ეს ტიპი გამეჩით...   Nov 25 2009, 03:50 PM
- - Irakli_13   იმედია ზურგიდან არ...   Nov 25 2009, 07:48 PM
- - NickAdams   შო შენ არ იცი რას ხა...   Nov 26 2009, 01:45 AM
- - SHO   მე ძალიან ფრთხილი ...   Nov 26 2009, 05:34 PM
- - SHO   ანაკლიელი დრაკონი...   Jan 10 2010, 09:07 PM
- - NickAdams   აუუუ, ნახე რას გავს,...   Jan 10 2010, 09:17 PM
- - Bull   საინტერესო იყო   Jan 13 2010, 10:36 PM
- - SHO   ტკიპა   Feb 20 2010, 11:52 AM
- - giga_st   წყალწყალას დალევა ...   Feb 20 2010, 12:01 PM
- - MOSH   ალბათ აქ უნდა დავწ...   Feb 23 2010, 03:31 PM
|- - SHO   ციტატა(MOSH @ Feb 23 2010, 03...   Feb 23 2010, 03:40 PM
- - MOSH   ჰავაიზე. კუნძული ო...   Feb 23 2010, 04:04 PM
|- - SHO   ციტატა(MOSH @ Feb 23 2010, 04...   Feb 23 2010, 04:17 PM
- - SHO   კავკასიური გიურზა   Mar 9 2010, 05:39 PM
- - SHO   გველგესლა   Mar 10 2010, 11:30 AM
- - NickAdams   http://www.myvideo.ge/?video_id=157050 ა ბა...   Mar 15 2010, 11:38 AM
- - მეკობრე   ნიკუშ ერთი ისე ტექ...   Mar 21 2010, 04:22 PM
|- - NickAdams   ციტატა(მეკობრე @ Ma...   Mar 21 2010, 09:57 PM
- - მეკობრე   არ დამვიწყებიხართ ...   Mar 21 2010, 10:12 PM
- - SHO   zura_bero სადაურია?   Mar 21 2010, 10:55 PM
- - SHO   ეს არის წლოკვი. არი...   Mar 23 2010, 05:33 PM
|- - NickAdams   ციტატა(SHO @ Mar 23 2010, 05...   Mar 23 2010, 05:36 PM
|- - UGORSKI   ციტატა(SHO @ Mar 23 2010, 05...   May 12 2010, 12:37 PM
|- - giorgunaaaaa   ციტატა(UGORSKI @ May 12 2010, 12...   May 12 2010, 08:56 PM
||- - UGORSKI   ციტატა(giorgunaaaaa @ May 12 2010...   May 13 2010, 09:19 PM
|- - sos049   ციტატა(UGORSKI @ May 12 2010, 12...   May 14 2010, 12:01 AM
|- - UGORSKI   ციტატა(sos049 @ May 14 2010, 12...   May 14 2010, 08:16 AM
- - Irakli_13   როგორ არწივივით ამ...   Mar 23 2010, 05:33 PM
- - giorgunaaaaa   გველს ემტერებაო მი...   Mar 23 2010, 05:34 PM
- - SHO   საქართველოში არ უნ...   Mar 23 2010, 05:37 PM
- - giorgunaaaaa   კი ჩემი გადაგებული...   Mar 23 2010, 05:38 PM
|- - NickAdams   ციტატა(giorgunaaaaa @ Mar 23 2010...   Mar 23 2010, 05:40 PM
- - giorgunaaaaa   ეგ რო დამენახა თბი...   Mar 23 2010, 05:41 PM
- - giorgunaaaaa   ამ საზიზღარმა არსე...   May 10 2010, 08:01 PM
- - giorgunaaaaa   ესეც ამ უხსენებლის...   May 10 2010, 08:22 PM
- - SHO   UGORSKI რა წყენა, პირიქ...   May 12 2010, 12:55 PM
|- - UGORSKI   ციტატა(SHO @ May 12 2010, 12...   May 12 2010, 12:58 PM
- - UGORSKI   ეს ნახეთ რამხელაა,...   May 12 2010, 06:00 PM
- - UGORSKI   RE: საშიში არსებები   Jun 18 2010, 10:00 AM
- - jela   რა იყო შხამი ქონდა ...   Jun 18 2010, 12:45 PM
|- - UGORSKI   ციტატა(jela @ Jun 18 2010, 12...   Jun 18 2010, 01:27 PM
- - UGORSKI   ..რამხელა პითონია დ...   Jun 30 2010, 09:39 AM
- - UGORSKI   RE: საშიში არსებები   Jun 30 2010, 09:50 AM
- - Computer   ვერ ვიტყვი ხშირად ...   Aug 17 2010, 02:00 PM
- - jela   ახლა დავაკვირდი და...   Aug 17 2010, 03:08 PM
|- - UGORSKI   ციტატა(jela @ Aug 17 2010, 03...   Aug 23 2010, 07:58 PM
- - giorgunaaaaa   მოგესალმებით ყველ...   Aug 17 2010, 03:45 PM
- - მეკობრე   მართალ!   Aug 17 2010, 09:12 PM
- - UGORSKI   ანკარა (Natrix), გველები...   Jan 12 2011, 09:03 PM
- - lnebadze   საინტერესოა..   Feb 20 2011, 04:46 PM
- - Tornike   კარგია   Dec 17 2011, 10:34 PM
- - giga_bai   RE: საშიში არსებები   Dec 18 2011, 02:28 AM
- - geojorjika   giga_bai ეგ ძლოკვი ანუ გ...   Dec 18 2011, 02:27 PM
- - geojorjika   ანკარას უფრო გავს   Dec 18 2011, 02:28 PM
- - giga_bai   geojorjika ანკარაა   Dec 18 2011, 02:35 PM
- - nikoloza_migina   რატო არ გააკეთე, მა...   Dec 18 2011, 02:38 PM
- - giga_bai   არ უნდოდა და ხომ არ ...   Dec 18 2011, 02:56 PM
- - nikoloza_migina   RE: საშიში არსებები   Dec 18 2011, 02:57 PM
- - SHO   ფალანგა   Aug 15 2012, 03:06 PM
- - sos049   ბრრრ... საზიზღარი ბუ...   Aug 15 2012, 07:07 PM
- - თითირა   ვინმემ თუ იცით საქ...   Aug 29 2012, 10:09 AM
|- - SHO   ციტატა(თითირა @ Aug 2...   Aug 29 2012, 11:00 AM
- - თითირა   SHO გმადლობთ... ქვის ქ...   Aug 29 2012, 11:12 AM
- - NickAdams   აზერბაიჯანულად არ...   Oct 19 2012, 05:23 PM
- - თითირა   აუ მაგ ახვარზე ძალ...   Oct 19 2012, 05:52 PM
- - o.cho   თითირა ეს ვაჟკაცი ...   Oct 19 2012, 05:57 PM
- - თითირა   o.cho მე რას მიყოფ ენა...   Oct 19 2012, 06:00 PM
- - o.cho   თითირა აბა შემ რი...   Oct 19 2012, 06:14 PM
- - NickAdams   პირადად მე შემხვდა...   Oct 19 2012, 11:17 PM
- - fisher leo   ხოდა მოუწევს ბანაო...   Mar 16 2013, 11:52 AM
- - N_mandela   გიურზა სამსახურში ...   Mar 16 2013, 12:42 PM
- - zakuna   მერე გოგირდი დაწვი...   Mar 16 2013, 10:26 PM
|- - N_mandela   ციტატა(zakuna @ Mar 16 2013, 09...   Apr 1 2013, 10:24 AM
- - Paganini   წელს კრაზანამ მიკბ...   Mar 17 2013, 10:17 PM
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
> ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

SUPPORTED BY GIABURSU