გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

IPB
6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქაშაპი, ყველაფერი ქაშაპზე
SHO
პოსტი Nov 26 2009, 03:44 PM
პოსტი #1

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



ქაშაპი
Leuciscus cephalus




საქართველოში ბინადრობს ქაშაპის ორი ნაირსახეობა: ჯუჯა (კავაკასიური) და ევროპული ქაშაპი. მათი გავრცელების არეალი მთელი საქართველოა. ჯუჯა ქაშაპი როგორც წესი არ აღემატება 15-20 სანტიმეტრს, ხოლო ევროპული კი იზრდება 6-7 კილომდე.
ქაშაპი ძლიერი და შეუპოვარი მოწინააღმდეგეა, მეთევზეთა უმეტესობა თვლის, რომ დარტყმის სიძლიერით იგი კალმახის შემდეგ მეორე ადგილზეა.



მთელი ზაფხულის განმავლობაში ქაშაპი აქტიურია. ამ პერიოდში მისი საკვების 90% შეადგენენ მწერები და ზუსტად ამიტომ ქაშაპი უნდა ვეძებოთ წყალზე გადახრილი ხეების და ბუჩქების ქვეშ. აგრეთვე უყვარს მას ციცაბო ნაპირის ქვეშ დგომა, წყალქვეშა დაბრკოლებების მიერ შექმნილი დინების შენელებაშიც.

ქვირითობს ქაშაპი აპრილ-მაისში. პატარ პატარა ქარავნებით შედის იგი დაბალ წყალზე სადაც ქვიანი ფსკერი, სუფთა ჟანგბადით მდიდარი დინებაა და ერთ ეტაპად დებს ქვირითს. მცირედი შესვენების შემდეგ იგი უბრუნდება თავის ზაფხულის სადგომებს და აქტიურად იკვებება.
იკვებება ქაშაპი სხვადასხვა საკვებით, იგი შეიძლება ყოვლისმჭამელ თევზადაც ჩავთვალოთ. მის რაციონში შედიან: მწერები, ჭიები, მოლუსკები, კიბორჩხალები, ბაყაყები, ქვირითი და ლიფსიტები, წყალმცენარეები და წყალში ჩაცვენილი ხილიც კი. ზრდილი ეკზემპლიარები კი აქტიური მტაცებლები არიან. შეიძლება ითქვას რომ ქაშაპის კვება მკვეთრად სეზონურია. გაზაფხულზე იგი ძირითადად იკვებება ჭიებით, ქვირითით, მოლუსკებით .. ზაფხულში თითქმის მხოლოდ მწერებით და წყალმცენარეებით.. შემოდგომით კი პატარა ბაყაყებით და ლიფსიტებით.

ქაშაპი ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი თევზია. ოდნავი ხმაურის ან მეთევზის დანახვის შემთხვევაში მისი დაჭერის შანსი პრაქტიკულად ნულს უტოლდება, ამიტომაც გამოცდილი მეთევზეები ქაშაპზე ნადირობისას მასკირების ყველა შესაძლო ხერხს იყენებენ.
თევზაობენ ქაშაპზე სახვადასხვა მეთოდებით: ტივტივაზე გატარებით, ფსკერულით -ფიდერით, სპინიგით და Fly Fishing-ით.
უნდა გვახსოვდეს რომ ქაშაპზე თევზაობისას დამატებითი საკვები მხოლოდ ზაფხულში გამოიყენება და მასში ცხოველური კომპონენტები აუცილებელია (თეთრი და წითელი ჭია).



ადრიან ზაფხულში ყველაზე წარმატებულ სატყუარად კალია ითვლება. შუა ზაფხულში, როდესაც ღამის პეპლების მასიური გამოფრენაა, ქაშაპი პრაკტიკულად მხოლოდ ღამე იკვებება და მისი დაჭერა ამ დროს უფრო შესაძლებელია. ზაფხულის ბოლოს, როდესაც თავკომბალები ბაყაყებად იქცევიან, ზრდილი ქაშაპის ჭერა ფსკერული მეთოდით, სატყუარად პატარა ბაყაყის გამოყენებით, ძალიან წარმატებულია.

მცენარეული სატყუარებიდან აღსანიშნია კონსერვირებული ტკბილი სიმინდი, ქაშაპს ის განსაკუთრებით უყვარს. კარგათ მუშაობა კონსერვირებული მუხუდოც. ამ ორივე სატყუარას ტივტივაზე გატარებით თევზაობისას იყენებენ. განსაკუთრებულ ადგილზე დგას ისეთი უნივერსალური სატყუარა როგორიცაა მანის თქვეფილი. მას აჯერებენ სხვადასხვა ატრაქტანტებით, ჩემი აზრით ანისუნის და კამის სურნელები ყველაზე წარმატებულია. იჭერენ ქაშაპს თუთაზეც, ბალზეც და ჰოლანდიური ყველის კუბიკებზეც.

სპინინგით ქაშაპზე ნადირობა გამოცდილ მეთევზეთა შორის ვირტუოზულ თევზაობად ითვლება. იყენებენ როგორც მსუბუქი ასევე საშუალო კლასის სპინინგებს, ვობლერებს, ტრიალა და სილიკონის სატყუარებს. ვობლერით თევზაობისას -მინოუ- კლასის -მინი- ვობლერები ყველაზე წარმატებულია. ტრიალა სატყუარების სამკავას წითელი ბჭყვიალა ელემენტებით შემკობასასც კარგი შედეგები მოაქვს. სილიკონის სატყუარები, იქნება ეს ტვისტერები თუ ვიბროკუდები, უნდა იყოს ვიწრო და არ უნდა იყოს 5 სანტიმეტრზე გრძელი.



ქაშაპი სანუკვარი და საამაყო ნადავლია, მასზე თევზაობისას უნდა გვახსოვდეს რომ იგი ძალზედ ფრთხილი თევზია, არ უნდა დაგვეზაროს წყალსატევზე გადაადგილება მისი სადგომების ძიებაში, სატყუარებთან ექსპერიმენტირება და მასკირების გამოყენება. იმედი მაქვს ამ სტატიაში გაზიარებული გამოცდილება დაგეხმარებათ ქაშაპზე წარმატებულ თევზაობაში. wink.gif

ქაშაპი წყალქვეშა კამერით




სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli_13
პოსტი Nov 26 2009, 04:02 PM
პოსტი #2

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,674
რეგისტრ.: 11-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 25



მახსოვს ბავშობაში ზუსტად ამხელა ქაშაპები ბინადრობდა ფიჩორის მიდამოებში და ძალიან კარგად მოდიოდა წითელ ჭიაზე .... ეხლა რა ხდება ღმერთმა იცის.

კარგი სტატიაა შოთა.



Born to FISH forced to WORK
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NickAdams_*
პოსტი Nov 26 2009, 04:20 PM
პოსტი #3
გაიხარე შო, ჩემი უსაყვარლესი თევზია, მაგარი მებრძოლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_troutbaiter_*
პოსტი Nov 26 2009, 09:28 PM
პოსტი #4
წელს ავაგდე 2 ცალი სპინინგზე. მათ შორის ერთი მაღლა მთაში, სადაც საერთოდ არ ველოდებოდი ქაშაპის არსებობას. #3 ბლუ ფოქსის ტრიალაზე დაჯდა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Nov 26 2009, 09:31 PM
პოსტი #5

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



troutbaiter
კარგია არჩილ! wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_troutbaiter_*
პოსტი Nov 26 2009, 10:08 PM
პოსტი #6
ხოლო მეორე ქაშაპის დასაჭერად სპეციალურად გავემგზავრე სამეგრელოში, სენაკისა და მარტვილის რაიონების საზღვარზე ცნობილ საქაშაპე მდინარე ტარჩელზე სათევზაოდ... არ გამიმართლა... დავიგვიანე დაახლოებით 15-20 წლით. მაშინ 1.5-2 კილოიანი ქაშაპები ხშირი ყოფილა. ამჟამად მდინარე ამომწვარია "ელექტრიკების" მიერ.
მთელი დღის მცდელობი შედეგად ერთი 25-26 სანტიმეტრიანი ქაშაპი ძლივს მოვატყუე. სმიტის "კამიონზე" დაჯდა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_troutbaiter_*
პოსტი Nov 26 2009, 10:09 PM
პოსტი #7
ესეც მდინარე ტარჩელი:



ხო, კინაღამ დამავიწყდა, პირველივე ტყორცნაზე დაახლოებით ნახევარკილოიანი დამიჯდა და ამოყვანისას გამისხლტა. იყო კიდევ ბევრი დარტყმები და გამოდევნებეი... საკმაოდ აზარტული სათევზაოა. ვიზუალურად ყველაფერი ჩანს და ადრენალინს გმატებს!
Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Nov 28 2009, 05:42 PM
პოსტი #8

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



ეა ქაშაპი ლოპოტას ტბაზე დავიჭირე, დაჯდა ყვითელ მიკრო ტვისტერზე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Nov 28 2009, 06:02 PM
პოსტი #9

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



ეს კიდე გრემისხევში მანის თქვეფილზე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Dec 3 2009, 01:28 PM
პოსტი #10

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



ქაშაპი ზამთარში ყველზე.


Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Dec 20 2009, 01:36 PM
პოსტი #11

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



ქაშაპი ვობლერზე.


Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Jan 4 2010, 11:47 AM
პოსტი #12

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



-TSURIBITO-
ვობლერით ქაშაპზე


Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ALEXANDER_*
პოსტი Jan 7 2010, 11:01 AM
პოსტი #13
chemtan sofelshi zafxulobit geleshi aris qorchilebi,yvelaze didi egzemplari rac wels davichire,iyo daaxloebit 15 sm__mde sigrzis.tan rac mtavaria gundat arian.geleshi wylis sigrme maximum aris 50 dan 1.30sm__mde..rac yvelaze samwuxaroa geleshic agar asveneben da iqac denit icheren...yvelas gilocavt shobas daeswarit mravals,da gmertma qnas imravlos bunebis moyvarulma xalxma
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_troutbaiter_*
პოსტი Jan 7 2010, 12:05 PM
პოსტი #14
ალექსანდრე, ქართულად რატომ არ ჩანს შენი ნაწერი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
goga_ivana
პოსტი Jan 7 2010, 02:17 PM
პოსტი #15

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 28-December 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 289



ერთი ხუთიოდე წლის წინ კუმისზე დავიჭირე დონკაზე ზედიზედ ორი ცალი, ზომით მტკაველის ხელა. ვთევზაობდი დონკით, საშუალო ზომის ბუღლუჯზე. როგორც ასურეთლებისგან გავიგე, ალგეთის წყალსაცავზე დაიწყო უკვე გამრავლება ქაშაპმა, მანდ ადრე ძაან ბევრი იყო, ვიჭერდით ძირითადად დონკაზე, კალიით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ALEXANDER_*
პოსტი Jan 7 2010, 03:59 PM
პოსტი #16
qartuli shrifti jer jerobit ar maqvs cool.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკობრე
პოსტი Jan 8 2010, 01:33 PM
პოსტი #17

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,029
რეგისტრ.: 5-February 09
მდებარეობა: TBILISI GEORGIA
წევრი №: 12



ციტატა(goga_ivana @ Jan 7 2010, 02:17 PM) *
ერთი ხუთიოდე წლის წინ კუმისზე დავიჭირე დონკაზე ზედიზედ ორი ცალი, ზომით მტკაველის ხელა. ვთევზაობდი დონკით, საშუალო ზომის ბუღლუჯზე. როგორც ასურეთლებისგან გავიგე, ალგეთის წყალსაცავზე დაიწყო უკვე გამრავლება ქაშაპმა, მანდ ადრე ძაან ბევრი იყო, ვიჭერდით ძირითადად დონკაზე, კალიით.


ასურეთის წყალსაცავი პრაქტიკულად აღარ არსებობს ერთი მოზრდილი გუბეა დარჩენილი და ქაშაპი საიდან გამრავლდა. თუ ისევ აღაგდინეს ჯებირი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
nika
პოსტი Jan 10 2010, 11:38 PM
პოსტი #18

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,440
რეგისტრ.: 13-July 09
წევრი №: 224



ციტატა(goga_ivana @ Jan 7 2010, 02:17 PM) *
ერთი ხუთიოდე წლის წინ კუმისზე დავიჭირე დონკაზე ზედიზედ ორი ცალი, ზომით მტკაველის ხელა. ვთევზაობდი დონკით, საშუალო ზომის ბუღლუჯზე. როგორც ასურეთლებისგან გავიგე, ალგეთის წყალსაცავზე დაიწყო უკვე გამრავლება ქაშაპმა, მანდ ადრე ძაან ბევრი იყო, ვიჭერდით ძირითადად დონკაზე, კალიით.




მე დავიჭირე 2008 წელს ალგეთის წყალსაცავზე ქაშაპი (დონკაზე წითელ ჭიაზე) და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა იქაურმა ადგილობრივებმა იგივე მითხრეს, dry.gif ალგეთის წყალსაცავში ნამდვილად არის ქაშაპი
Go to the top of the page
 
+Quote Post
goga_ivana
პოსტი Jan 11 2010, 12:21 AM
პოსტი #19

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 28-December 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 289



პირველად ალგეთის დაგუბებაზე 1989 წელს ვიყავი, ისეთი მდიდარი იყო თევზით ეგ ტბა რომ ენით ვერ ავღწერ, მაგალითისთვის გეტყვით რომ ტივტივაზე და თითი ცალ პერლოვკაზე 1,5-2 კილოიანი საზნების დუპლები ჯდებოდა. 1-1,5 კილოიანი ხრამული იშვიათობას არ წარმოადგენდა, ასევე 1 კილოიანი კარასები. გალავლი იყო აუარება, ქარიან ამინდში როცა ტივტივათი თევზაობა შეუძლებელი იყო დონკაზე და კალიაზე ნებისმიერ ამინდში მაგრად მოდიოდა 200-400 გრამიანი გალავლები. რა თქმა უნდა დიდი ეგზემპლარებიც იქნებოდა მაგრამ მე ამაზე დიდი არ დამიჭერია. ეხლა ისევ მრავლდება და იმედი მაქვს სულ მალე მანდ სპინინგით კარგად გართობაც შეიძლება. P.S.პლატინაზე შარშან დაამთავრეს სარემონტო სამუშაოები და წელს იმედია ბოლომდე გაავსებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Jan 11 2010, 12:28 AM
პოსტი #20

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



goga_ivana
თუ წინააღმდეგი არ იქნები:
გალავლი-ქაშაპი
კარასი -კარჩხანა
საზანი-კობრი(გოჭა)
დონკა-ფსკერული
wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
> ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

SUPPORTED BY GIABURSU