გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

IPB
 
Reply to this topicStart new topic
> გველანა, ზოგადი ინფორმაცია
SHO
პოსტი Jan 30 2010, 02:11 PM
პოსტი #1

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



გველანა
Cobitis taenia




გველანა საქართველოს წყლების პრაქტიკულად შეუსწავლელი თევზია. იგი ბინადრობს როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოს სუფთა გამდინარე წყალსატევებში. გველანას სხეული გვერდებიდან ვიწრო აქვს, განსაკუთრებით თავი. თვალების ქვეშ ორი ეკალია განლაგებული. ქვევით მიმართული მცირე ზომის პირი ექვსი პატარა ულვაშით აქვს შემკობილი. გველანას ზომა იშვიათად აღემატება 10 სანტიმეტრს. მდედრები მამრებზე უფრო დიდები იზრდებიან. შეფერილობა მას ჭრელი აქვს, მაგრამ არა ფერადი. იკვებება გველანა წვრილი უხერხემლოებით.



გველანას ერთი საინტერესო თვისება აქვს, მას შეუძლია ნაწლავის კედლებით ჟანგბადის შეთვისება. ამ მიზეზის გამო იგი ძალიან გამძლეა და უწყლოთაც დიდი ხანი ცოცხლობს.

გველანაზე არავინ თევზაობს, მას საჭმელადაც არ იყენებენ. ერთადერთი მისი გამოყენებაა ცოცხალ სატყუარად მტაცებელზე თევზაობისას.
ჩვენი კლუბის წევრებმა გველანა შემთხვევით დავიჭირეთ გრემისხევის წყალსაცავზე, იგი კიბორჩხალას საჭერ ბადეში გაება.




სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NickAdams_*
პოსტი Jan 30 2010, 02:29 PM
პოსტი #2
შო, გაგიკვირდება და თეძამში ეს თევზიც არის wink.gif , ისე ფრანგები დელიკატესად თვლიან, ცოცხალ გველანებს თეთრ ღვინოში "აძინებენ" და უმად მიირთმევენ
Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Jan 30 2010, 02:39 PM
პოსტი #3

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



ციტატა(NickAdams @ Jan 30 2010, 02:29 PM) *
შო, გაგიკვირდება და თეძამში ეს თევზიც არის wink.gif , ისე ფრანგები დელიკატესად თვლიან, ცოცხალ გველანებს თეთრ ღვინოში "აძინებენ" და უმად მიირთმევენ

თეთრი ღვინო სად ვიშოვოდ ძმა თორე გველანა რა პრობლემაა biggrin.gif
თეძამი სადაა ისე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NickAdams_*
პოსტი Jan 30 2010, 02:53 PM
პოსტი #4
ციტატა(SHO @ Jan 30 2010, 02:39 PM) *
თეთრი ღვინო სად ვიშოვოდ ძმა თორე გველანა რა პრობლემაა biggrin.gif
თეძამი სადაა ისე?


მტკვრის მარჯვენა შენაკადია, მეტეხთან უერთდება მტკვარს, დაახლოებით კასპის მიდამოებია
Go to the top of the page
 
+Quote Post
თ ე მ ო
პოსტი Jan 30 2010, 03:01 PM
პოსტი #5

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,549
რეგისტრ.: 24-March 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 165



შო, შენი იქტიოლოგიური პოსტების შემდეგ მგონი თევზი გასტრონომიული თვალსაზრისითთევზითაც შემიყვარდა smile.gif
თეძამის ხეობა კასპის რაიონს მოიცავს, რკონის ხეობა, სოფ. ერთაწმინდა (პაატას თავია მანდ ტაძარში დამარხული), ჩაჩუბეთი - "დაჩნიკების" სოფელი და სხვა სოფლები. ულამაზესი ხეობაა, სიყმაწვილეში ვსტუმრობდი ხშირად მაგ ადგილებს.



CARPE DIEM
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NickAdams_*
პოსტი Jan 30 2010, 03:58 PM
პოსტი #6
ციტატა(temura @ Jan 30 2010, 03:01 PM) *
შო, შენი იქტიოლოგიური პოსტების შემდეგ მგონი თევზი გასტრონომიული თვალსაზრისითთევზითაც შემიყვარდა smile.gif
თეძამის ხეობა კასპის რაიონს მოიცავს, რკონის ხეობა, სოფ. ერთაწმინდა (პაატას თავია მანდ ტაძარში დამარხული), ჩაჩუბეთი - "დაჩნიკების" სოფელი და სხვა სოფლები. ულამაზესი ხეობაა, სიყმაწვილეში ვსტუმრობდი ხშირად მაგ ადგილებს.


თემო, ერთაწმინდაში მაქვს ზუსტად სოფელი ხოდა ავისეირნოთ ამ ზაფხულს, მეტეხთანაც კარგი სათევზაოა
Go to the top of the page
 
+Quote Post
თ ე მ ო
პოსტი Jan 30 2010, 04:05 PM
პოსტი #7

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,549
რეგისტრ.: 24-March 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 165



ციტატა(NickAdams @ Jan 30 2010, 03:58 PM) *
თემო, ერთაწმინდაში მაქვს ზუსტად სოფელი ხოდა ავისეირნოთ ამ ზაფხულს, მეტეხთანაც კარგი სათევზაოა


კეთილი, ავისეირნოთ. იქვე ჩაჩუბეთში მამიდაჩემის დაკეტილი აგარაკია, გზის პირას, მანდაც შეიძლება დარჩენა თავისუფლად. თან ძალიან მომენატრა ეგ მხარე. მანდ თეძამის ნაპირას რაღაც ციხესიმაგრის ნანგრევებია, მანდაც ვარ ამძვრალი. წავიდეთ აუცილებლად, მხოლოდ მე არ ვიცი მდინარეზე თევზაობა და შესაბამისად არც აღჭურვილობა გამაჩნია. smile.gif



CARPE DIEM
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NickAdams_*
პოსტი Jan 30 2010, 04:11 PM
პოსტი #8
ციტატა(temura @ Jan 30 2010, 04:05 PM) *
კეთილი, ავისეირნოთ. იქვე ჩაჩუბეთში მამიდაჩემის დაკეტილი აგარაკია, გზის პირას, მანდაც შეიძლება დარჩენა თავისუფლად. თან ძალიან მომენატრა ეგ მხარე. მანდ თეძამის ნაპირას რაღაც ციხესიმაგრის ნანგრევებია, მანდაც ვარ ამძვრალი. წავიდეთ აუცილებლად, მხოლოდ მე არ ვიცი მდინარეზე თევზაობა და შესაბამისად არც აღჭურვილობა გამაჩნია. smile.gif


თევზაობა მართალი გითხრა არა მგონია გამოვიდეს, ან რკონის მაღლა უნდა ავიდეთ, არის წვერა, მაგრამ ცოტა და ძალიან პატარა, ნუ რა თქმა უნდა თუ რკონის ზევითაც არ გრძელდება ნაკრძალის ზონა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ALEXANDER_*
პოსტი Jan 31 2010, 04:13 PM
პოსტი #9
ამ თევზის არსებობის შესახებ პირველად აქ გავიგე..მშვენიერი თევზია..
Go to the top of the page
 
+Quote Post
valeribugi
პოსტი Feb 10 2010, 10:51 AM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 24-September 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 260



აუ ეს გველანა ყოფილა რაჭაში არის ეს თევზი კერძოდ ონში მდინარე ჯეჯორის ნაწყვეტებში გხვდება მდორეში ან გუბეებში _ იქ ღორჯოს ვეძახდით რაღაცით გავს და იმიტომ თუმცა პატარა თავი აქვს, ძალიან პატარებია მაქსიმუმ რაჭაში დამიჭერია 7 სმ.

ერთხელ შემთხვევა მქონდა ასეთი _ რაჭაში მდინარე ჯეჯორში დავიჭირე დაახლოებით 400 გრ ქაშაპი როცა გამოვკუჭე ჰოიი საოცრებავვ rolleyes.gif ეს თევზი ანუ გველანა აღმოჩნდა, არ დავაცადე საწყალს მონელება
Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი Mar 1 2010, 11:02 AM
პოსტი #11

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



გველანა


Go to the top of the page
 
+Quote Post
tushi
პოსტი Mar 15 2010, 12:25 PM
პოსტი #12

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 192



ალაზანზე არის. ბავშვობაში ვიჭერდით ბლომად. ძალიან გემრიელია. ლაყუცებთან აქვს აქეთ-იქეთ 2 ეკალი. ხელში რომ დაიჭერ მოიკრუნჩხება და ეკალს გირჭობს. იკბინებაsmile.gif ბავშვობაშასჰი ძალიან მწარე იყო ჩხვლეტა. ამიტომ თავით ვიჟერდით ხოლმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
chaleli
პოსტი Apr 18 2011, 02:56 PM
პოსტი #13

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 18-April 11
წევრი №: 597



შემთხვევით ანკესით თეთრ ჩიაზე დავიჩირე და... ხალხი სიცილით ნაპირზე გორავდა sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკობრე
პოსტი Apr 19 2011, 10:53 AM
პოსტი #14

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,030
რეგისტრ.: 5-February 09
მდებარეობა: TBILISI GEORGIA
წევრი №: 12



თითქმის ყველგან არის მტკვარზედაც დამიჭერია მცხეთაში, ბაღდათში სავსეა ხანისწყალი, ბავშვობაში ძალიან ბევრი მოყვებოდა ბადეს მაგრამ ვყრიდი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
> ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

SUPPORTED BY GIABURSU