გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

IPB
5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ცოცხალი პეიზაჟები:ულამაზესი მდინარეები
UGORSKI
პოსტი May 20 2010, 06:23 PM
პოსტი #1

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



აღნიშნული თემის გახსნა გადამაწყვეტინა,ინტერნეტში შემთხვევით ნანახმა,მდინარე"ცისარტყელას" სურათებმა.მდინარე ცისარტყელა – ეს სილამაზე გახლავთ მდინარე კამჩატკის ერთ-ერთი შენაკადი. მასში მყოფი სხვადასვა მცენაარეების გამო ის საოცრად ლამაზია და ამიტომაც შეარქვეს ცისარტყელა...ამ სილამაზის შემხედვარე არა მგონია ვინმე უკმაყოფილო დარჩეთ..



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი May 20 2010, 07:06 PM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



რიწის ტბა საქართველოს ერთ ერთი უმშვენიერესი და ულამაზესი ადგილი..რიწის ტბა მდებარეობს მდინარე "ბზიფის" აუზში ზღვის დონიდან 884მ.სარკის ფართობი _1,49კმ/2 ,აუზის ფართობი 154კმ/2 ,მოცულობა 94მლნ.მ/3 ,მაქსიმალური სიღრმე 101 მ ..ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ- აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით,მდინარე "ლაშიფსის" დაგუბების შედეგად. ერთვის 6 მდინარე,რომელთაგან ყველაზე დიდია "ლაშიფსე".ტბიდან გაედინება მდინარე"იუფშარა"



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი May 20 2010, 07:22 PM
პოსტი #3

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ამაზონი-მდინარე სამხრეთ ამერიკაში.. მდინარე უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან - 7025 კმ. აუზის ფართობი - 7180 ათასი კმ2. უდიდესი შენაკადებია რიო–ნეგრო, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია. ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი - ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. ამაზონი ეკვატორთან ახლოს ჩაედინება ატლანტიის ოკეანეში.

სახელწოდებას უკავშირებენ მდინარის შესართავში მოქცევით გამოწვეული ტალღების სახელს - პოროროკას, რომელსაც ტუპი-გუარანის ინდიელთა დიალექტზე „ამაზუნუ“ ეწოდება. ინდიელები ამაზონს უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე) პარანა-გუასუს (დიდი მდინარე). .......დამხმარე ლიტერატურა wikipedia.com



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი May 20 2010, 07:53 PM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ვეცდები ყოველდღიურად შევმატო ამ თემას საინტერესო ფოტოები და ინფორმაცია..იმედია მოგეწონებათ..



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
SHO
პოსტი May 21 2010, 01:25 AM
პოსტი #5

President
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 2-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 6



მაგარია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი May 21 2010, 07:21 AM
პოსტი #6

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ციტატა(SHO @ May 21 2010, 01:25 AM) *
მაგარია!

დიდი მადლობა შეფასებისთვის..რადგანაც დადებითი შეფასება დაიმსახურა თემამ მოხარული ვარ და ვეცდები კიდე უფრო მრავალფეროვანი გავხადო.



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი May 21 2010, 07:39 AM
პოსტი #7

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ნილოსი (ეგვიპტეში უწოდებენ ელ-ბაჰრს; ლათ. Nilus, ბერძნ.Neilos), მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოში სიგრძით უდიდეს მდინარედ. წარმოქმნილია თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6671 კილომეტრია. აუზის ფართობი - 2870 ათასი კმ2.



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი May 21 2010, 08:28 AM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ნიაგარის ჩანჩქერი - სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი ჩანჩქერთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს. იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა....დამხმარე ლიტერატურა http://ka.wikipedia.org/wiki/ნიაგ...ქერი)



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი May 28 2010, 02:05 PM
პოსტი #9

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ტიტიკაკას ტბა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე. იგი მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა და მდებარეობს ზღვის დონიდან 3.812 მეტრზე. ამავე დროს, ტიტიკაკა სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი და ღრმა ტბაა (სიღრმე 281 მ, ფართობი 58.000 კმ2). მიუხედავად ასეთ სიმაღლეზე მდებარეობისა, ტბის წყალი არასოდეს იყინება და ტბა გამოიყენება სანაოსნოდ.

ტიტიკაკა ანდების ზეგანზე მდებარეობს და შედგება ორი სუბ-აუზისაგან, რომელიც ერთმანეთთან შეერთებულია ტიკუინას სრუტით. ტბაში ჩაედინება 27 მდინარე და გამოედინება 20-მდე მცირე ნაკადული. ტბის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია, სავარაუდოდ ის მომდინარეობს ადგილობრივი ინდიელების, კეჩუასა და აიმარას ენებიდან. .. ... ..ტიტიკაკა ასევე იმითაა გამორჩეული, რომ ტბაში მდებარეობს 41 კუნძული, რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კუნძულების გარკვეული ნაწილი ადამიანების ხელითაა შექმნილი. ახალმოსულები თავად ქმნიდნენ კუნძულებს ლერწმისაგან, რომელიც უხვადაა ტბის ნაპირებზე. აგებდნენ ახალ-ახალ ფენებს ძველი ფენების ლპობის შესაბამისად. ასეთ კუნძულებზე მთელი სოფლებია გაშენებული, სახლები, საწოლები, ჩანთები, ფარდები და ა.შ. ასევე ლერწმისაგანაა გაკეთებული. ერთ-ერთი ასეთი კუნძულია უროსი (Uros), რომელიც ტბის პერუს ნაწილში მდებარეობს და პერუს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ...ამანტანიც (Amantani) ერთ-ერთი პატარა დასახლებული კუნძულია და დასახლებულია კეჩუას ენაზე მოლაპარაკე ინდიელებით. 800-მდე ოჯახი განაწილებულია 6 სოფელში. მოსახლეობა ძირითადად კარტოფილისა და სხვადასხვა ბოსტნეულის მოშენებითაა დაკავებული. კუნძულზე არაა არც მანქანა, არც სასტუმრო და არც ელექტროენერგია. მის გამოსამუშავებლად გენერეტორებს იყენებენ. სამაგიეროდ არის კლინიკა და სკოლა. მიუხედავად ამისა, ტურისტები ამ კუნძულს საკმაოდ ეტანებიან, აგემოვნებენ ადგილობრივთა საკვებს, ეცნობიან მათ წეს-ჩვეულებებს და საღამოობით შესაძლებლობა აქვთ ინდიელების ტრადიციული ცეკვების ხილვით დატკბნენ. ტურისტებს მეგზურობას და მასპინძლობას ადგილობრივებუ უწევენ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

ტიტიკაკას ყველაზე დიდი კუნძულია ისლა-დე-სოლი (Isla de Sol), რომელიც ბოლივიას ეკუთვნის. არც ამ კუნძულზეა გზები და ტრანსპორტი, 800-მდე ოჯახის საქმიანობისა და თავის რჩენის სფეროს წარმოადგენს მეცხოველეობა, მიწათმოქმედება, თევზაობა და ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი. კუნძულზე 180 ნანგრევია, რომელიც ინკების ცივილიზაციას ეკუთვნის. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ კუნძულზე დაიბადა მზის ღმერთი. ბოლივია და პერუ ტიტიკაკას იყენებენ სანაოსნოდ, ეკონომიკური ურთიერთობების განსახორციელებლად. ბოლივიის სამხედრო ძალები ტბაში საზღვაო წვრთნებს ატარებენ. ...დამხმარე ლიტერატურა http://ka.wikipedia.org/wiki/ტიტიკაკა



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი May 28 2010, 02:20 PM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ვიქტორია ან მოზი-ოა-ტუნია - ჩანჩქერი მდინარე ზამბეზიზე, სამხრეთ აფრიკაში. მდებარეობს ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე. ჩანჩქერის სიგანე 1,8 კმ-ია, სიმაღლე - 128 მეტრი. აღმოაცინა შოტლანდიელმა მოგზაურმა დევიდ ლივინგსტონმა 1855 წელს და სახელი უწოდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას პატივსაცემად. შემდეგ ჩანჩქერი ცნობილი გახდა ადგილობრივი სახელითაც "მოზი-ოა-ტუნია" ("მგრგვინავი კვამლი").

ჩანჩქერი აფრიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, 1989 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ...დამხმარე ლიტერატურა http://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტ...ქერი)



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი May 28 2010, 02:33 PM
პოსტი #11

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ბაიკალი (რუს. Байкал) — ტექტონური ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი), ტბა იყინება [2]. 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავის ნაწილი[3]. ..დამხმარე ლიტერატურა http://ka.wikipedia.org/wiki/ბაიკალი



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი Jun 1 2010, 05:00 PM
პოსტი #12

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



სევანი გოქჩა (სომხ. Սևանա լիճ) - ტბა სომხეთში. უდიდესია კავკასიაში. ფართობი - 1200 კმ². საშუალო სიღმე - 28,5 მ, მაქსიმალური - 83 მეტრი. მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის ბამბაკის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით შაჰდაღის ქედი, დასავლეთითა და სამხრეთით გეღამისა და ვარდენისის ქედები. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი. ორი მოპირისპირე კონცხით იყოფა მცირე სევანად (ჩრდილო-დასავლეთი) და დიდ სევანად (სამხრეთ-აღმოსავლეთი). მცირე სევანში მდებარე კლდოვან კუნძულზე, რომელიც ტბის დონის დაწევის შემდეგ ნახევარკუნძულადაა გადაქცეული, მდებარეობს IV საუკუნის არქიტექტურული ძეგლი - სევანის მონასტერი. სევანის ტბაში ჩადის 28 პატარა მდინარე. გამოდის მდინარე რაზდანი. ტბის მთავარი მასაზრდოებელია ზედაპირული ჩამონადენი (727 მლნ. მ³ წელიწადში). წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19°C, იანვარ-თებერვალში - 1,5-1,8°C. ძლიერ ყინვიან ზამთარში ტბა მთლიანად იყინება. მდიდარია თევზით. ტბის წყალი და მდინარე რაზდანი გამოყენებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისათვის. გაყვანილია არფა-სევანის გვირები, რითაც მდინარე არფის წყალი შედის სევანში. სევანის ტბის ნაპირზეა სევანი. ბუნებრივი ეროვნული პარკი..... დამხმარე ლიტერატურა http://ka.wikipedia.org/wiki/სევანი_(ტბა)



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი Jun 1 2010, 05:21 PM
პოსტი #13

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ესეც ჟინვალის წყალსაცავის სურათების მცირე რაოდენობა.



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Irakli_13
პოსტი Jun 2 2010, 01:23 AM
პოსტი #14

Carpfisher
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 2,674
რეგისტრ.: 11-February 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 25



ყოჩაღ უგორსკი მე პირადათ დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ ხოლმე ამ თემას ... ისე კარგი იქნებოდა ჯერ ჩვენი ტბებიბიდან და მდინარეებიდან დაგვეწყო და მერე გადავსულიყავით სხვა ქვეყნისაზე, თუმცა ვიმეორებ რო ძალიან მომწონს და დასამშვიდებლად შემოვდივარ ხოლმე ამ თემაში smile.gif



Born to FISH forced to WORK
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი Jun 2 2010, 07:03 AM
პოსტი #15

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ციტატა(Irakli_13 @ Jun 2 2010, 01:23 AM) *
ყოჩაღ უგორსკი მე პირადათ დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ ხოლმე ამ თემას ... ისე კარგი იქნებოდა ჯერ ჩვენი ტბებიბიდან და მდინარეებიდან დაგვეწყო და მერე გადავსულიყავით სხვა ქვეყნისაზე, თუმცა ვიმეორებ რო ძალიან მომწონს და დასამშვიდებლად შემოვდივარ ხოლმე ამ თემაში smile.gif

ირაკლი ჩვენი ტბებიც იქნება და ამომწურავად ყველაფერი..დიდი მადლობა შეფასებისთვის.



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი Jun 2 2010, 08:30 AM
პოსტი #16

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი - 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის რაიონია. სათავე კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). აგებამდე პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა). ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა - ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერემისხევი, ფაფრისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად. ..დამხმარე ლიტერატურა http://ka.wikipedia.org/wiki/ალაზანი



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი Jun 2 2010, 08:42 AM
პოსტი #17

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



იორი - მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში და აზერბაიჯანში. სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (ადრე უერთდებოდა მდინარე ალაზანს). ზღვის დონიდან 2600 მ. იორის სიგრძე 320 კმ-ია, აუზის ფართობი - 4650 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 12 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 43 კმ-ში), საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლებით.ივრზე აგებულია მარეგულირებელი სიონის წყალსაცავი. იორის წყლით შეიქმნა თბილისის წყალსაცავი ("თბილისის ზღვა"). ივრის წყლით ირწყვის 90 ათ. ჰა-ზე მეტი ფართობი ივრის ზეგანზე. მდინარეზე აგებულია რამდენიმე სარწყავი სისტემა, რომელთაგან მთავარის სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები. ...დამხმარე ლიტერატურა http://ka.wikipedia.org/wiki/იორი



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი Jun 2 2010, 09:08 AM
პოსტი #18

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



თერგი - მდინარე საქართველოსა და რუსეთში (ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ2. სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს (დარიალის ხეობა), შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდ. სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას. შესართავთან აჩენს დელტას, რომლის ფართობია 4 ათ. კმ2. თერგი შერეული შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან 34 მ3/ წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე - 305 მ3/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა - არდონი, ურუხი, მალკა; მარჯვენა - სუნჯა. საქართველოს ფარგლებში - სნოსწყალი. იგი საზრდოობს მყინვარებისა და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქ. მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარე აუზშია ბაქსანია, გიზელდონისა და სხვა ჰესები. მდიდარია თევზით (კალმახი, თერგის ორაგული, კობრი, ფარგა და სხვა). ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა ყაზბეგი, აგრეთვე ქალაქები: ვლადიკავკაზი, მოზდოკი და ყიზლარი.

ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით. თერგი შერეული შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან 34 მ3/ წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე - 305 მ3/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა - არდონი, ურუხი, მალკა; მარჯვენა - სუნჯა. საქართველოს ფარგლებში - სნოსწყალი. იგი საზრდოობს მყინვარებისა და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქ. მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარე აუზშია ბაქსანია, გიზელდონისა და სხვა ჰესები. მდიდარია თევზით (კალმახი, თერგის ორაგული, კობრი, ფარგა და სხვა). ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა ყაზბეგი, აგრეთვე ქალაქები: ვლადიკავკაზი, მოზდოკი და ყიზლარი.
ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით.



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი Jun 2 2010, 09:14 AM
პოსტი #19

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



აბაშა, მდინარე მარტვილისა და აბაშის რაიონებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 370 კმ2. იწყებს ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ (ზღვის დონე 325 მ). ასხის მასივის დამხრეთ-დასავლეთ ფერდობსა და აბედათის მთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ბოლოს შორის, ე. წ. გაჭედილთან, აბაშა აჩენს 50-70 მ სიღრმის ვიწრო (სიგანე 5-6 მ) კანიონს, ამ ადგილზე აგებულია აბაშის ჰესი. აბაშა საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. ჩამონადენი შედარებით თანაბრად ნაწილდება წლის განმავლობაში.



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
UGORSKI
პოსტი Jun 2 2010, 09:26 AM
პოსტი #20

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,683
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 357



ენგური, მდინარე დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს მყინვარ ენგურზე, ზღვის დონიდან 2614 მ-ზე. სოფ. ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 213 კმ, აუზის ფართობი 4060 კმ2. მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: ადიშისჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა; მარცხენა: თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი და სხვა. ენგური ზემოთში კვეთს სვანეთის ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ზემოთსა და შუა დინებაში მდინარის კალაპოტი ზოგან ჭორომიანია. ქალაქ ჯვართან მდინარე გამოდის კოლხეთის დაბლობზე, ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად, რომელთა შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0,5-2,0 კმ სიგანის კუნძული. მასზე გაშენებულია სოფ. შამგონა. ენგური შერეული საზრდოობის მდინარეა; ზემოთში წლიური ჩამონადენის 66%-ს შეადგენს თოვლისა და მყინვარის წყალი, 22%-ს გრუნტის წყალი, 12%-ს წვიმის წყალი, ქემოთში შესაბამისად - 18%, 26% და 56%-ს. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ხაიშთან 109 მ3/წმ უდრის შესართავთან 170 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. სოფ. ლახამულიდან სოფ. შამგონამდე ენგურს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვემოთში - სარწყავად, ენგურ-გალის სარწყავი არხის საშუალებით. ქალაქ ჯვართან აშენდა ენგურის ჰიდროელექტროსადგური. სოფ. ტობართან დაპროექტებულია 750 ათ. კვტ სიმძლავრის ტობარჰესის მშენებლობა. ენგურის გასწვრივ გადის სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარი. დამხმარე ლიტერატურა http://ka.wikipedia.org/wiki/ენგური



"იხთის"(თევზი):_ ი__"იისუს"(იესო) ხ__"ხრისტოს"(ქრისტე) თ__"თეოს"(ღმერთი) ი__"იმონ"(ჩვენი) ს__"სოტირ"(მაცხოვარი) ..."იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი"
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
> ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

SUPPORTED BY GIABURSU