გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

IPB
 
Reply to this topicStart new topic
> ჭერემის ტბა
giga_bai
პოსტი Apr 19 2011, 07:56 PM
პოსტი #1

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 10-August 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 241



გამარჯობათ ყველას.

თუ გსმენიათ ჭერმის ტბის შესახებ რაიმე ამ ბოლო პერიოდში. მდებარეობით იმყოფება სოფელ ჭერემთან დაახლოებით 7 კილომეტრში. მე ძალიან ადრე ვიყავი დაახლოებით 5 წლის წინ, ლამაზი და შთამბეჭდავი ადგილია და გემრიელი და ჯანმრთელი ბინადრები ყავს. საზანი, კობრი, ოქროსფერი კარასი რომ ყავს ეგ ვიცი, დანარჩენი არ ვიცი.

ვინმე თუ ყოფილა ან რაიმე ინფორმაცია აქვს, თუ რა მდგომარეობაშია და რა ხდება, მოხარული ვიქნები თუ გამიზიარებთ. ძალიან მინდა წასვლა მანდ და ტყუილად არ მინდა ტყუილად მომიწიოს ასვლა.

რაღაც ინფორმაცია იყო რომ ადიდდაო და საშიშროება ემუქრებოდაო სოფელსო და მერე გაუშვესო. არ ვიცი ეს რამდენად მართალია.


აი ეს google map-ის კოორდინატები.

http://maps.google.com/maps?f=q&source...mp;t=h&z=13

http://maps.google.com/maps?f=q&source...mp;t=h&z=16

წინასწარ დიდი მადლობა.





Go to the top of the page
 
+Quote Post
nikola85
პოსტი Apr 19 2011, 10:28 PM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 258
რეგისტრ.: 9-February 10
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 301



ისე ლამაზი ადგილი ჩანს და რამდენი კილომეტრია დაახლოვებით ხომ არ იცი? ძაან შორს არ უნდა უყოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
qevxo
პოსტი Apr 19 2011, 10:35 PM
პოსტი #3

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი №: 312



ჩე,ი ინფორმაციით მანდ არ ღირს სატევზაოდ წასვლა, ტრიტონები ოხრააად!
Go to the top of the page
 
+Quote Post
giga_bai
პოსტი Apr 19 2011, 11:06 PM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 10-August 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 241



ციტატა(nikola85 @ Apr 19 2011, 10:28 PM) *
ისე ლამაზი ადგილი ჩანს და რამდენი კილომეტრია დაახლოვებით ხომ არ იცი? ძაან შორს არ უნდა უყოს



ორი გზიდან ადის გზა. ერთი კაჭრეთიდან და ერთი ველისციხიდან. ველისციხემდე დაახლოებით 110 კილომეტრია და მერე იქიდან არვიცი, დაახლოებით 8-10 კილომეტრი.



Go to the top of the page
 
+Quote Post
(dila)adriano
პოსტი Apr 22 2011, 11:34 AM
პოსტი #5

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 259
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი №: 562



ციტატა(giga_bai @ Apr 19 2011, 10:06 PM) *
ორი გზიდან ადის გზა. ერთი კაჭრეთიდან და ერთი ველისციხიდან. ველისციხემდე დაახლოებით 110 კილომეტრია და მერე იქიდან არვიცი, დაახლოებით 8-10 კილომეტრი.

თქვენს მიერ გუუგლის რუკაზე მითითებული წყალსატევი
ჭერმის ტბა არაა
ეგ ჭერმის წყალსაცავია

ჭერმის ტბა
რომელსაც "წვერის" ტბასაც უწოდებენ
მდებარეობს სოფელ ჭერემის ჩრდილოეთით
ვახტანგ გორგასლის საზაფხულო რეზიდენციის ნანგრევებთან
ტბიდან გამოედინება მდ.ჭერემისწყლის ერთ-ერთი შენაკადი

ტბის შესახებ უამრავი ლეგენდა მაქვს მოსმენილი
ვახტანგ გორგასლის მუზარადით დაწყებული
დამთავრებული გიგანტური ლოქოებით

თუმცა არიან ისეთებიც
ამ ტბის დაშრობაზე რომ საუბრობენ

მოკლედ ადგილზეა გასარკვევი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
giga_bai
პოსტი Apr 22 2011, 03:33 PM
პოსტი #6

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 10-August 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 241



ციტატა((dila)adriano @ Apr 22 2011, 11:34 AM) *
თქვენს მიერ გუუგლის რუკაზე მითითებული წყალსატევი
ჭერმის ტბა არაა
ეგ ჭერმის წყალსაცავია

ჭერმის ტბა
რომელსაც "წვერის" ტბასაც უწოდებენ
მდებარეობს სოფელ ჭერემის ჩრდილოეთით
ვახტანგ გორგასლის საზაფხულო რეზიდენციის ნანგრევებთან
ტბიდან გამოედინება მდ.ჭერემისწყლის ერთ-ერთი შენაკადი

ტბის შესახებ უამრავი ლეგენდა მაქვს მოსმენილი
ვახტანგ გორგასლის მუზარადით დაწყებული
დამთავრებული გიგანტური ლოქოებით

თუმცა არიან ისეთებიც
ამ ტბის დაშრობაზე რომ საუბრობენ

მოკლედ ადგილზეა გასარკვევი smile.gif


მე ვერ ვიპოვე ჩრდილოეთით სხვა ტბა. ისე ზუსტად ეგ ტბაა რასაც ამბობთ, ვახტან გორგასლის რეზინდეციასთან და კიდე როგორც გავიგე ძველი მიტოვებული ნასახლარებია და მწყებსებს თხები ყავთ ხოლმე გაშვებული.

თუ შეგიძლიათ მიუთითოთ მისი კოორდინატები გოოგლის რუქაზე?









Go to the top of the page
 
+Quote Post
(dila)adriano
პოსტი Apr 23 2011, 12:39 AM
პოსტი #7

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 259
რეგისტრ.: 1-February 11
წევრი №: 562



შედი http://wikimapia.org/#lat=41.772976&lo...mp;l=65&m=b

სოფელ ჭერმის თავზეა
ახლა მოვნიშნე
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi1000
პოსტი Jun 27 2011, 10:21 AM
პოსტი #8

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 12-October 10
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 513



ძალიან საინტერესოა, წესით ორივე ტბა მდიდარი უნდა იყოს. ჩემს მეგობრებს ვთხოვე და უახლოეს დღეებში გაარკვევენ მისასვლელი გზები რა მდგომარეობაშია და აუცილებლად მოვსინჯავთ ორივე ტბას და შედეგებსაც გაცნობებთ. მანამდე კი სკარგი იქნება თუ ვინმე დადებს დამატებით ინფორმაციას ჭერმის ტბასა და წყალსაცავზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi1000
პოსტი Aug 11 2011, 08:43 PM
პოსტი #9

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 12-October 10
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 513



დღეს როგორც იქნა ავიხდინე ოცნება და გახლდით ჭერმის წყალსაცავზე. ნამდვილად ბუნება ულამაზესია, უკეთესს ვერაფერს ნახავთ საოცრად ცოცხალი და შემონახული ადგილია ცივილიზაციის კვალი არსად შეიმჩნევა ტელეფონი არ იჭერს, არანაირი საყოფაცხოვრებო ნარჩენი, არანაირი ელ. მავთული და ..... არც გზა. დაახლოვებით 2,5 კილომეტრი ფეხით გავიარეთ, რადგან ჯიპით წყალსაცავამდე მისვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. ადგილობრივები ცხენებით მოძრაობენ რაღაც მომენტში ველური დასავლეთი მომაგონდა.

და რაც მთავარია - შედეგი 0 რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. რა არ ვცადეთ: თეთრი ჭია, კალია, პური, ძეხვი...
სამწუხაროდ წყალქვეშა სიცოცხლის ვერანაირი კვალი ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ. დაახლოვებით 2 საათზე ცოტა მეტ ხანს დავყავით და შემდეგ იმედგაცრუებულები უკან დავბრუნდით. სანამ მანქანამდე მივიდოდით პატარა ხევი ჩამოდიოდა ხიდის ქვეშ გუბდებოდა პატარა თევზები ზემოდანვე შეიმჩნეოდა. მართლაც ჩავედით და 3 ანკესით 1 საათში 30-მდე ნაფოტა და მურწა დავიჭირეთ, თუმცა იმდენად პატარები, რომ მათ წამოღებას აზრი არ ქონდა. ამის შემდეგ იმედი გაგვიჩნდა "წვერის" ტბაზე მაინც ეგება ყოფილიყო კარჩხანა მაინც, თუმცა ადგილობრივებმა გვითხრეს რომ ტბა ჭაობადაა ნაქცევი და თევზიც არ მოიპოვება, გარდა ამისა წყალმცენარეებია და ანკესსაც ვერ გამოიყენებთო. ამიტომ იქ წასვლა გადავიფიქრეთ და ჭერმის ხევზე ჩავედით, სადაც ასევე მოიპოვება წვრილი მურწა და ნაფოტა. ცოტა ხნის წვალების შემდეგ ერთ ძველ ნაცნობს გადავაწყდით, რომელმაც "გაგვახარა" აქამდე ნორმალურად ვიჭერდი 1,5-2 კგ-მდე, მაგრამ გუშინწინ დენი აატარეს და იმის მერე თევზი გაქრაო რამაც ძალიან დაგვაღონა. მაგრამ ჭერმის ხევის ზედა წელში იმისთანა ბუნება დაგვხვდა თავი ჟუნგლებში გვეგონა მდინარეც ისე მოშხუილებს ვერავინ წარმოიდგენს რომ ეს წანწკარა ჭერმის ხევია.
მოკლედ, მეგობრებო ჭერმის ხევი, როგორც სათევზაო ადგილი ლექსიკონიდან ამოვიღე, თქვენც იგივეს გირჩევთ.


http://www.radikal.ru/action.aspx#
http://www.radikal.ru/action.aspx#
http://www.radikal.ru/action.aspx#
Go to the top of the page
 
+Quote Post
o.cho
პოსტი Aug 12 2011, 01:05 AM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,833
რეგისტრ.: 26-July 10
მდებარეობა: saqartvelo. chaxoxbili
წევრი №: 453



giorgi1000
ფოტოები არ არის ატვირთული ლინკზე რომ გადავდივარ ვერ ვნახულობ და თუ შეგიძლია ახლიდან ატვირთე რაა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giogio-Mate
პოსტი Aug 12 2011, 10:53 AM
პოსტი #11

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი №: 689



ციტატა(giorgi1000 @ 11th August 2011 - 07:43 PM) *
შემდეგ ერთ ძველ ნაცნობს გადავაწყდით, რომელმაც "გაგვახარა" აქამდე ნორმალურად ვიჭერდი 1,5-2 კგ-მდე, მაგრამ გუშინწინ დენი აატარეს და იმის მერე თევზი გაქრაო

და მუქთახორებს რატომღა ვინახავთ? პრინციპში რომელიღაც თემაში ეწერა მტკვარზე დენით დადიანო-აქ ვერ აკონტროლებენ და მანდ რაღა გასაკვირი იქნება angry.gif



ქართლ, კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო,
რაჭა-ლეჩხუმ, ჯავახეთი და მესხეთი სასახელო,
ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი და აფხაზეთი,
ძველი ტაო, იმერხევი, საინგილო და ლაზეთი,
მთიულეთი-საარაკო, და აჭარის ზღვა და მდელო,
ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi1000
პოსტი Aug 12 2011, 01:06 PM
პოსტი #12

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 12-October 10
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 513



ციტატა(o.cho @ Aug 12 2011, 12:05 AM) *
giorgi1000
ფოტოები არ არის ატვირთული ლინკზე რომ გადავდივარ ვერ ვნახულობ და თუ შეგიძლია ახლიდან ატვირთე რაა smile.gif

უკაცრავად პირველად ვცადე და ეტყობა არ გამომივიდა sad.gif
აი ამ ლინკზე ნახეთ:
http://pix.ge/finish/?token=3x6mal
Go to the top of the page
 
+Quote Post
o.cho
პოსტი Aug 12 2011, 02:10 PM
პოსტი #13

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,833
რეგისტრ.: 26-July 10
მდებარეობა: saqartvelo. chaxoxbili
წევრი №: 453



smile.gif კაი სურათებია საიტზე სურათის ასატვირთად
BB კოდი ფორუმისთვის
ამ წარწერის წინ პატარა უჯრა რომაა იქიდან უნდა დააკოპირო კოდი და ჩასვა აქ სადაც მესიჯს წერ და აქაც აიტვირთება
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
> ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

SUPPORTED BY GIABURSU