დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: "ტივტივა რგოლები"
Fisher.GE > თევზაობა > ტივტივა
SHO
თევზაობა "ტივტივა რგოლებით"




ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ერთ ფრიად საინტერესო და შედეგიან მეთოდზე, რომელსაც საქართველოში პრაქტიკულად არ იცნობენ.
ეს არის -თევზაობა "ტივტივა რგოლებით"- ან უბრალოდ -თევზაობა "რგოლებით".

ტივტივა რგოლებით თევზაობისთვის დაგვჭირდება ნავი, ლიფსიტას ცოცხლად შესანახი კონტეინერი და უშუალოდ "რგოლები".



ამ მეთოდის ყველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ იგი ერთნაერი წარმატებით მუშაობს ყველა სიღრმეზე, საქართველოში საჭერად დაშვებულ ყველა მტაცებელზე (ქარიყლაპია, ფარგა, ქორჭილა, ლოქო, გველთევზა), ერთდროულად მოიცავს ჭერის დიდ აკვატორიას და ხშირად სხვა მეთოდებთან შედარებით ყველაზე წარმატებულიცაა.

"რგოლებით" თევზაობას პასიურს მეთოდს ვერ უწოდებთ, მისთვის ხომ საჭიროა ნავით დიდ აკვატორიაზე მოძრაობა.

მაშ ასე, დავიწყოთ აღჭურვილობით:
თვით "ტივტივა რგოლი" წარმოადგენს ხისგან ან უფრო ხშირად მკვრივი პენოპლასტისგან დამზადებულ დისკს, ძუის დასახვევი ღაროთი და ცენტრალური ხვრელით, რომელშიც თავსდება ჩხირი, ძუის დასაფიქსირებელი ჭრილით ერთ ბოლოს და მასიგნალებელი რგოლით მეორე ბოლოს.
"ტივტივა რგოლის" ერთი მხარე როგორც წესი წითელია, მეორე კი თეთრი.



მონტაჟის ელემენტები ძალზედ მარტივია: "რგოლზე" ვახვევთ ძუას (0.5მმ-დან 1მმ-დე), რომლის სიგრძე ჭერის ადგილის სიღრმეზე 2-3 ჯერ გრძელია (ეს როგორც წესი 15-20 მეტრია), ძუაზე ვათავსებთ სრიალა საძირავს (20-25 გრამი), შემდეგ მძლავრი შემაერთებელი (რვიანი) და ბოლოს კევლარის ლიდერი.



თევზჭერის პირობებზე დამოკიდებულია ნემსკავის არჩევა: თუ ვთევზაობთ დაბალახებულ და ჩახერგილ წყალსატევზე, მაშინ გამოდების თავიდან ასაცილებლად კლასიკურ ნემსკავს გამოიყენებემ, ხოლო უფრო სუფთა ადგილებში ორკავას ან სამკავას.



"რგოლებით" თევზაობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჭერის ჰორიზონტი სწორად განვსაზღვრას.
ამას შემდეგნაერად ვაკეთებთ:
თუ გვაქვს ექოლოტი მაშინ ყველაფერი იოლად ირკვევა, ჭერის ადგილას სიღრმეს ვაყენებთ ისე, რომ სატყუარადან ფსკერამდე მიახლოებით ერთი მეტრი იყოს.
თუ ექოლოტი არ გვაქვს არც მაშინაა პრობლემატური სწორი სიღრმის დაფიქსირება - ჩვენ ნავიდან უნდა ჩაუშვათ ძუა, რომელიც მხოლოდ საძირავითაა აღჭურვილი (ნემსკავის გარეშე), ფსკერთან შეხების შემდეგ მიახლოვებით ერთი მეტრი უკან "ტივტივა რგოლზე" უნდა დავახვიოთ, ასე მივიღებთ სამუშაო სიღრმეს.

სიღრმის გარკვევის შემდეგ, შეგვიძლია შევუდგეთ თევზაობას- აღვჭურვოთ მონტაჟი ნემსკავით, დავსვათ მასზე ლიფსიტა (ზურგის ფარფლის ქვეშ) და მოვიყვანოთ "რგოლი" საბრძოლო მდგომარეობაში -ანუ ჩაუშვათ სატყუარა ჭერის ზონაში, შემდეგ გადავატაროთ ძუა რგოლის ერთი გვერდიდან მეორეზე ისე, რომ იგი დაფიქსირდეს ჩხირის ჭრილში და დაუშვათ "რგოლი" წყლის ზედაპირზე წითელი მხარით ზემოთ.



"ტივტივა რგოლებით" მოთევზავეთა შორის არ არის მიღებული ერთდროულად 10 "რგოლზე" მეტით თევზაობა, ეს პრინციპში მოუხერხებელიცაა, ვინაიდან მათ შორის მანძილი 10 მეტრი მაინც უნდა იყოს და ამხელა მანძილზე კონტროლი საკმაოდ ძნელდება.

ამ მეთოდით თევზაობისას ჩარტყმას "გადატრიალებას" ეძახიან. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან მტაცებელი ჩარტყმისას ძუას ქაჩავს და "ტივტივა რგოლს" ატრიალებს. ამ დროს ჩვენ ვხედავთ "რგოლის" უკვე თეთრ მხარეს და ჩხირსაც ამ მხრიდან კონტრასტული ფერის მასიგნალებელი აქვს.



ამოტრიალებულ "რგოლს" უმალ უნდა მიუახლობდეთ ნავით, ხელით ვაწარმოოთ მოკლე, მაგრამ ხისტი ამოკვრა და ამოვიყვანოთ ნადავლი ნავში. ქვედა ბადის ქონა საკმაოდ გაგიოლებთ თევზის ამოყვანას. რეზინის ან რეზინოპლასტიკის ნავის გამოყენებისას სასარგებლო იქნება გქონდეთ პლასტმასის მაღალ კედლებიანი ტაშტი და წყლიდან ამოღებული თევზი პირდაპირ მასში მოათავსოთ. ეს იმიტომ, რომ თევზმა ნემსკავით ნავი არ გაგიხვრიტოთ.



"ტივტივა რგოლებით" თევზაობა საკმაოდ შედეგიანი და აზარტული მეთიდია, იმედია ეს სტატია დაგეხმარებათ წარმატებული თევზაობის ახალი მეთოდის შესწავლაში.

სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია)
გიორგუნა
კარგი მეთოდია თუ შევძლებთ გამოყენებას საქართველოში,მადლობ შოთა საინტერესო სიახლისთვის
Gignoldi
ამ რგოლების ყიდვა სად შეიძლება ვინმემ თუ იცის?
gigi
შოთა, ტელევიზორში მინახავს და სულ მაინტერესებდა როგორ თევზაობდნენ. ახლა მივხვდი. მადლობა.
აღმოსავლეთში სადმე გამოვიყენებთ? ქვედა ბადე საჩოკია? სადოკს როგორ თარგმნი?
NickAdams
ციტატა(gigi @ Apr 21 2010, 11:35 AM) *
შოთა, ტელევიზორში მინახავს და სულ მაინტერესებდა როგორ თევზაობდნენ. ახლა მივხვდი. მადლობა.
აღმოსავლეთში სადმე გამოვიყენებთ? ქვედა ბადე საჩოკია? სადოკს როგორ თარგმნი?


გიგი საჩოკი ჩოგანბადეა ქართულად
თ ე მ ო
მეთოდის სიკარგეზე ვერაფერს ვიტყვი,იმიტომ რომ ქარიყლაპიაზე სხვა მეთოდებიც უცნობია ჩემთვის, მაგრამ სტატიას შევუქებ შოთას და ამასაც იმიტომ ვიზამ რომ მან ზუსტად იცის რასაც წერს.
Irakli_13
როგორც ყოველთვის smile.gif ... კარგი და საინტერესო სტატიაა შოთ!
SHO
დიდი მადლობა სტატიის შეფასებისთვის! rolleyes.gif
SHO
ციტატა(Gignoldi @ Apr 21 2010, 10:13 AM) *
ამ რგოლების ყიდვა სად შეიძლება ვინმემ თუ იცის?

საქართველოში ჯერ არსად სამწუხაროდ, მაგრამ მისი დამზადება არ არის ძნელი.
SHO
ციტატა(gigi @ Apr 21 2010, 11:35 AM) *
შოთა, ტელევიზორში მინახავს და სულ მაინტერესებდა როგორ თევზაობდნენ. ახლა მივხვდი. მადლობა.
აღმოსავლეთში სადმე გამოვიყენებთ? ქვედა ბადე საჩოკია? სადოკს როგორ თარგმნი?

ქვედა ბადე, ჩოგანი --Подсак
შესანახი ბადე --Садок

აღმოსავლეთში გიგი შეიძლება მაგალითად პატარა ზღვაზე ლოქოს ჭერა ამ მეთოდით. გიგანტთან ბრძოლა რა თქმა უნდა გაგიჭირდება ხელით, მაგრამ 15 კილომდე თავისუფლად ამოიყვან.
SHO
თევზაობა "ტივტივა რგოლებით"
"Диалоги о рыбалке"


Gignoldi
ციტატა(SHO @ Apr 21 2010, 12:20 PM) *
საქართველოში ჯერ არსად სამწუხაროდ, მაგრამ მისი დამზადება არ არის ძნელი.


პენოპლასტის ფირფიტებისგან შეიძლება დამზადება მაგრამ ძალიან მსუბუქი არ იქნება ? პატარა ქარის დროს გადატრიალდება მე ასე მგონია
SHO
ციტატა(Gignoldi @ Apr 21 2010, 12:51 PM) *
პენოპლასტის ფირფიტებისგან შეიძლება დამზადება მაგრამ ძალიან მსუბუქი არ იქნება ? პატარა ქარის დროს გადატრიალდება მე ასე მგონია

ფირფიტა -რგოლი- 20 სანტიმეტრია დიამეტრში, ამას მიუმატე მონტაჟის სიმძიმე, ასე რომ არ გადატრიალდება თუ რა თქმა უნდა ურაგანი არ არის smile.gif
NickAdams
შო ეხლა ეგეთი რამე გავიფიქრე, რგოლზე ლიფსიტას მაგივრად ტექნოპლანქტონის მონტაჟი რომ გაკეთდეს და...აბა რას იტყვით?
SHO
ნიკუშ ნებისმიერი სატყუარის გაკეთება შეიძლება: ლიფსიტა, ბაყაყი, წურბელა, ბუღლუჯი, ჭია და სხვა... გააჩნია ვის იჭერ. უბრალოდ თავდაპირველ ვარიანტში ეს მეთოდი მიზანმიმართულად მტაცებლის საჭერადაა მოგონილი.
შენ ხომ იცი ექსპერიმენტი ყველაფრის მამაა wink.gif
NickAdams
ციტატა(SHO @ Apr 21 2010, 02:19 PM) *
ნიკუშ ნებისმიერი სატყუარის გაკეთება შეიძლება: ლიფსიტა, ბაყაყი, წურბელა, ბუღლუჯი, ჭია და სხვა... გააჩნია ვის იჭერ. უბრალოდ თავდაპირველ ვარიანტში ეს მეთოდი მიზანმიმართულად მტაცებლის საჭერადაა მოგონილი.
შენ ხომ იცი ექსპერიმენტი ყველაფრის მამაა wink.gif


ხო, ეგ რა თქმა უნდა
irakli (zarqua)
მშვენიერი სტატიააა, ყველაზე იოლად გასაგებია მე ასე ვფიქრობ და დიდი სამეცნიერო შრომა არ სჭირდება,,, მაგრამ რამოდენიმე შეკითხვა დამებადა (როგორც ყოველთვის biggrin.gif ),,,,,,,,,, შოთა, სტატიაში წერია, რომ ძუა უნდა იყოს 0,5 ან 1 მმ--იანი,,, მაინტერესებს თუ 15 კილოგრამიანი თევზი დაჯდა რამდენად გაუძლებს ამ დიამეტრის ძუა მითუმეტეს მტაცებელს ისეთი რივოკი აქვს და ისეთ დღეშია,,,, და ასევე ამხელა თევზი ვერ შეზლებს საერთოდ რო ჩაძიროს, ჩაითრიოს ეს მონტაჟი? თუ გამორიცხულია მისი ჩაძირვა ვინაიდან ძუა გრძელია და ვერ ჩაიყვანს????
NickAdams
ციტატა(irakli (zarqua) @ Apr 21 2010, 06:19 PM) *
მშვენიერი სტატიააა, ყველაზე იოლად გასაგებია მე ასე ვფიქრობ და დიდი სამეცნიერო შრომა არ სჭირდება,,, მაგრამ რამოდენიმე შეკითხვა დამებადა (როგორც ყოველთვის biggrin.gif ),,,,,,,,,, შოთა, სტატიაში წერია, რომ ძუა უნდა იყოს 0,5 ან 1 მმ--იანი,,, მაინტერესებს თუ 15 კილოგრამიანი თევზი დაჯდა რამდენად გაუძლებს ამ დიამეტრის ძუა მითუმეტეს მტაცებელს ისეთი რივოკი აქვს და ისეთ დღეშია,,,, და ასევე ამხელა თევზი ვერ შეზლებს საერთოდ რო ჩაძიროს, ჩაითრიოს ეს მონტაჟი? თუ გამორიცხულია მისი ჩაძირვა ვინაიდან ძუა გრძელია და ვერ ჩაიყვანს????


იკა, რგოლი არ იძირება უბრალოდ ტრიალდება თეთრი მხარით ზევით, ჩაკვრისას ბერკეტის პრინციპი მოქმედებს, რაც შეეხება ძუის სიგრძეს სავარაუდო სიღმეზე 1,5-2 ჯერ გრძელ ძუას თუ დაახვევ პრობლემაც მოიხსნება
irakli (zarqua)
მოგესალმები ნიკა,,, ასეთი პატარა დიამეტრის მქონე ძუა რამდენად გაუძლებს 15 კგ-იან თევზს მითუმეტეს მტაცებელს
SHO
ციტატა(irakli (zarqua) @ Apr 21 2010, 08:35 PM) *
მოგესალმები ნიკა,,, ასეთი პატარა დიამეტრის მქონე ძუა რამდენად გაუძლებს 15 კგ-იან თევზს მითუმეტეს მტაცებელს

იკა 0.5მმ თანამედროვე ძუით 15 კილოიანს ამოიყვან თავისუფლად smile.gif
zeppelina
ჩემი აზრით ეგ სპორტული თევზაობა არაა sleep.gif
axalbeda50
ძალზე საინტერესო მეთოდია .
თუ გამომივიდა გაკეთებას ვცდი და გავსინჯავ
abazi
მაგარი რამე უნდა იყოს ჩემი აზრით მაგრამ თევზაობის მუღამი ლოდინია და პროცესი აქ კიდე მიდიხარ და ამოტრიალებული თუა თევს იღებ ბადესავითაა რა biggrin.gif
липсита
ამ მეთოდს ჟივეცით თევზაობისას იყენებენ.ძირითადად ღლავზე.რუსეთში ყოველ შემთხვევაში.სპორტული არაა მაგრამ არც მე ვარ მასტერ სპორტა.ეფეკტური არის და ძალიან მუღამიანია.
SHO
ერთ პატარა ტბაზე

SHO
მასტერ კლასი



თორნიკე
ვისაც შეძენა გსურთ აი ლინკი – ტივტივა რგოლები wink.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.