დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჷიურზა მტერი და მეგობარი :)
Fisher.GE > თევზაობა > გალერეა
გვერდი: 1, 2, 3
919
გიურზა მტერი და მეგობარი




ალბათ არ დადის საქართველოში მონადირე თუ მეთევზე ან თუმდაც
ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ გაუგია საშინელი მითოლოგიური
თუ რეალობასთან ახლოსმდგომი ამბები გიურზასთან დაკავშირებით.
მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ამ ქვეწარმავალთან
დაკავშირებით.
დავიწყოთ!

1. გიურზა არის გველგესისებრთა კავკასიური, ხმელთაშუა ზღვის (გვხვდება კვიპროსზე) და შუააზიური წარმომადგენელი

2. გიურზის შხამი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში

3. გიურზა ანადგურებს სოფლის მეურეობის პარაზიტებს-
მღრნელებს.

4. გიურზის შხამი ასპიდისებრთა ოჯახისაგან განსხვავებით არის ჰემოტოქსიური
ანუ კოაგულანტი, რაც ნიშნავს სისხლის შემადედებელი.

5. გიურზა არის ერთერთი ყველაზე გაწაფული და საზრიანი მონადირე. დიახ არის
აგრესიული, მაგრამ თუ "კუთხეში არ მოამწყვდევთ" თავადვე თავს აგარიდებთ.

6. როგორ ამოვიცნოთ გიურზა? პირველ რიგში თავის ფორმით, რომელიც ტოლგვერდასამკუთხედისებურია
გამოკვეთილი "ლაყუჩებით" და რაც მთავარია კატისებური თვალის გუგით, რაც ამ ოჯახისთვის დამახასიათებელია.
სხეული. მკაფიოდ გამოკვეთილი გადასვლა თავიდან სხეულზე. სხეული მოყავისფრო-რუხი და საკმაოდ
მსხვილია, მკაფიოდ გადადის კუდის წვერში, რომელიც მომწვანო მოყვითალო ფერისაა. ზოგადად გიურზის ფერი
დამოკიდებულია ბინადრობის გარემოზე.


პირველი დახმარების წესები გიურზისმიერ დაკბენილი ადამიანისადმი


1. როგორც უკვე აღინიშნა, გიურზის შხამი იწვევს სისხლის შედედებას და შეიცავს
როგორც შემადედებელ აგრეთვე საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს.

2. კბენის ხშირი მიდამოები კიდურებია- ხელი, ფეხი.


1-5 შხამიანი გველი 6. არაშხამიანი
3. კბენისთანავე პირველი 10 წუთის განმავლობაში დასაშვებია შხამის პირით ან
უნემსო შპრიცის დახმარებით ამოწოვა; შხამის გადაყლაპვა დამხმარეს ზიანს არ მოუტანს
თუ რა თქმა უნდა პირის ღრუში არ აღინიშნება წყლულები (ხშირ შერმთხვევაში სტომატიტით
გამოწვეული) ან დამხამრე პირს პ-/ღრუში არ აღენიშნება რაიმე სხვა ღია ჭრილობა. დაამუშავეთ
ნაკბენი იოდის ან ბრილიანტის მწვანეს სუსტი ხსნარით რათა არ გამოიწვიოთ ქიმიური დამწვრობა!

4. კატეგორიულად დაუშვებელია ლახტის (ე.წ. ჟგუტის) დადება ან ნაკბენსზემოდ უბნის გადაჭერა!

5. კატეგორიულად დაუშვებელია ჭრილობის მოწვა მდუღარე ზეთით, დენთით, ნაკვერჩხლით!

6. კატეგორიულად დაუშვებელია ჭრილობის ღრმა გაჭრა ან სისხლძარღვების დასერვა!

7. კატგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლის მიცემა


8. აუცილებელია დაზარალებულის მწოლიარე მდგომარეობაში გადაყვანა და დაკბენილი უბნის იმობილიზაცია
ანუ გაუძრავება არტაშანის მეშვეობით ( მაგალითად ბინტით ხელის გადახვევა მოტეხილობის გადახვევის პრინციპით,
ფეხის ფეხთან გადახვევა).


9. დაუშვებელია დაზარალებულის სიარული, მოძრაობა - გ-ის ტოქსინების გავრცელება ხდება არა სისხლძარღვების
არამედ ლიმფური სადინრების მეშვეობით, ვინაიდან სისხლძარღვები იმ მომენტისათვის ითრომბებინ!

10. მიეცით დაზარალებულს თბილი ან ცივი ჩაი, ასკილის ნაყენი, წყალი ან ბულიონი.

11. სასწრაფოდ გადაიყვანეთ დაზარალებული სტაციონარში

12. მანქანის აფთიაქში იქონიეთ ტავეგილი ან სუპრასტინი, რისი მიცემაც მიზანშეწონილია.

13. სტაციონარში მიყვანამდე კალმით, ან იგივე "ზელიონკით" შემოხაზეთ პირველადი შეშუპების საზღვრები და
მიუთითეთ უბედური შემთხვევის დრო!

14. თუ სტაციონარამდე 3-4 საათზე მეტი სავალია, ნაკბენის ადგლას დაადეთ ჰიპერტონიული საფენი
(ხსნარის მომზადება მარტივია თუ გაქვთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ანადურაი წყალი. გახსენით ერთ ჭიქაში (0.25ლ)
1 სუფრის კოვზი სუფრის მარილი. შემდეგ დასველეთ საფენი ან ცხვირსახოცი ამ ხსნარში. საფენი უნდა იყოს ნელთბილი
ან გრილი! აგრეთვე სასარგებლო იქნება ვიშნევსკის მალამოს წასმა (თუ ის ხელთ გაგაჩნიათ).

15. სტაციონარში ყველაზე ეფექტური დახმარება არის პლაზმისა და სისხლის გადასხმა (ეს უკვე თუ ექიმი დაიბნა!)
დანარჩენს გაუზიარებ ექიმებს, მომწერეთ მეილები
იყურეთ ფეხქვეშ!

სტატიის ავტორი 919 (გიგა ხატიაშვილი)
levani
ბევრი გიურზა მოვკალი შარშან.
919
ცუდი ძალაინ... sad.gif
SHO
საჭირო სტატიაა!!!
მადლობთ გიგა wink.gif
qevxo
ციტატა(919 @ Jun 16 2011, 05:20 PM) *
2. კბენის ხშირი მიდამოები კიდურებია- ხელი, ფეხი.


1-5 შხამიანი გველი 6. არაშხამიანი


ეს რას ნიშნავს, გველის თავის ფორმას?
FishTV
მართლაც აუცილებელი და საჭირო სტატიაა.
tagvi
ხალხო გიურზის მოკვლა არ შეიძლება ტყუილათ ..ეგაა ფერმერების ყველაზე დიდი დამხმარე განსაკუთრებით შირაქი დედოფლისწრაოსკენ ანადგურებს მღნელებს რომლებიც ანადგურებენ მოსავალს..
მეკობრე
არა ეს არის ნაკბენ ადგილას კბილების ანაბეჭდები . სწორხაზოვანი მიმართულებებიდან "ამოვარდნილი წერტილები" მიუთითებს ეშვის ნაჩხვეტზე რომელიც ფაქტობრივად შხამის სადინარ არხს წარმოადგენს. არაშხამიან გველს როგორც წესი ეშვები არ აქვს
tagvi
ბუნებაში ტყუილათ არაფერი არ არის ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს..აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ქვეყნის გიურზაა მაგრამ რამდენი ადამიანი გაგიგიათ მაგის დაკბენილი ..?smile.gif თუ არ გაუხურე საქმე ტყუილა არ გიკბენს ჭკვიანია..
919
მეკობრე
tagvi

აბსოლუტურად გეთანხმებით!
Computer
გველი რომ დავინახო და ისეთი რამე მეჭიროს რითაც ლიკვიდაციას გავუკეთებ აუცილებლად მის თავს ჩავუტარებდი ამპუტაციას. შეიძლება ეს ცუდია და ცუდად ვმსჯელობ მაგრამ მის დანახვაზე რაც თავში პირველი მომდის მისი მოკვლაა. ხოკერასიც კი მეშინია ფუ ტანში დამბურძგლა ამ პოსტის წერისას.
919
მშვენიერი სტატიაა და გამოსადეგარი...
919
ახლა რაც შეეხება დაზარალებულის კბენისშემდგომ პერსპექტივას.
თუ ნაკბენი გიურზას ეკუთვნის და ყველა ზემოდ ჩამოთვლილი
ღონისძიება დროულად არ ჩავატარეთ (ვისაც ნერვები არ გივარგათ
ნუ წაიკითხავთ wink.gif შედეგად შესაძლებელია მინიმუმ განგრენის გამო
ამპუტირებული კიდური თუ თითი ან ლეტალური ბოლოც კი მივიღოთ.

ყველა ზემოდ ჩამოთვლილი ღონისძიება ქმედითუნარიანია საქართველოში
გავრცელებული გველგესლისებრთა მიმართ. თუმცა კავკასიური გველგესლა
ასეთი სიძლიერის შხამით არ გამოირჩევა.
გაინტერესებთ იმის ნახვა თუ როგორ გამოიყურება დაკბენილი უბანი
რამოდენიმე საათსა და დღეში? მომწერეთ - დავდებ
o.cho
ძალიან საჭირო და ძალიან გასაგები სტატიაა მადლობა სტატიის ავტორს
smile.gif კაცი როდესაც ასეთ ადგილებში დადის სადაც გიურზები და მსგავსნი ბინადრობენ აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოს და არც არაფერი მოხდება თუ გასაქცევი აქვს გიურზაც და ნებისმიერი ცხოველიც თავს აარიდებს ადამიანს smile.gif ( ყვეკლაზე დიდ მტაცებელს მსოფლიოში) smile.gif ღმერთმა გვაშოროს ყველას მსგავს ქვეწარმავლებთან კონტაქტი მარა ბუნებაში მათი როლიც ერთერთი უწყვეტი ჯაჭვის რგოლია
o.cho
კი მაინტერესებს 919 დადე რა კაცურად
tagvi
გიურზას გარდა კიდევ რომელი გველია საქართველოში საშიში..?
919
წინასწარ ვიხდი ბოდიშს არასასიამოვნო სანახაობისათვის...






მაქვს კიდევ სხვა გველების მიერ დაკბენილების ფოტოსურათებიც.
919
ქვედა სურათზე ვხედავთ ჰემორაგიულ ბუშტს, ანუ სისხლის
ზედაპირულ ჩაქცევას.
ზედა სურათზე კი რამოდენიმე კვირის ნაკბენს ე.წ. გახსნილი ფასციებით.

ყველაფერი ეს ხდება იმის გამო, რომ შხამი ცოცხლად ინელებს რბილ ქსოვილებს.
ნაკბენის გადაჭერა და მოძრაობა ძალზედ აჩქარებს თუ ამწვავებს ყველა ამ პროცესს.
919
tagvi

კავკასიური გველგესლა, ველის გველგესლა და ცხვირრქოსანი გველგესლა.

gevelin27
მადლობაა შოს გაიხარეეე
giga_bai
გამარჯობა გიგა.

ძალიან კარგი და საინტერესო სტატიაა.

თუ შეგიძლია ისიც გვითხრა, თუ როგორ ავირიდოთ თავი გიურზის კბენისგან. მე რაც ვიცი, გოგირდს წვავენ ადგილზე ან ცხვრის ტყავს აგდებენ და ერიდება იქაურობას.

მგონი გიურზას აქვს რაღაც პერიოდები, როდესაც ის აგრესიულია.
როგორც ვიცი ქვიანი ადგილები და სიცხე უყვარს.

მე პირადად ერთხელ შემხვდა ალაზნის ჭალაში, იქნებოდა ეგრე 1.5 მეტრი დახვეული იყო. ძალიან ლამაზი იყო, თვალი ვერ მოვაშორე. მგონი იგრძნო რომ ცუდს არაფერს ვუპირებდი და არ გაქცეულა. რატომ ერჩიან ამ ლამაზ არსებას მაინც ვერ ვხდები.
Gio_gi
საინტერესო სტატიაა, რაც მთავარია ძალიან გამოსადეგი smile.gif
მეც უამრავ მასალას გავეცანი ამ ქვეწარმავალზე და არც ისეთი საშიშია smile.gif იმ შხმას, რაც მას გააჩნია იყენებს ორი რამისთვის:საკვებათ და თავდასაცავად. ასე რომ თუ არ დავაბიჯებთ ან რაღაცნაირად არ "გავანაწყენებთ" საშიშიც არაფერი იქნება
919
giga_bai

მესიამოვნა შენი პოსტის წაკითხვა, კარგი ხედვა გაქვს, მეც ამავე აზრზე ვარ.
ახლა კი რაც თავდასხმას შეხება. ბუდობა გიურზას რეგიონიდან გამომდინარე
აპრილიდან ივნისის პირველ დეკადამდე აქვს, ეს აგრეთვე გასულ ზამტარსა
და გასაფხულის ტემპერატურულ თუ ნალექიანობის მაჩვენებელზე დამოკიდებული.
ნებისმიერი მტაცებლისათვის და არა მარტო - შეწყვილების პერიოდი გამოხატული
აგრესიულობით ხასიათდება. ბეღურა, რომ ბეღურაა ისიც შეწყვილებისას არწივად
იქცევა! biggrin.gif
რაც ქვეწარმავლისგან თავდაცვის საშუალებას შეეხება.
1. უტყუარია ბიოლოგიური იარაღი (ინდოეთში მანგუსტი) ჩვენთან ზღარბი.
2. ქიმიური რეპილენტი, სპეციალური სითხე, რომელიც ქვეწარმავალს აღიზიანებს.
3. ბაყაყისა თუ ვირთხის საკვები ინტერესისა თუ საარსებო პირობის მოსპობა
ეს არის - ჭაობი/გუბე და ნაგავსაყრელი.
MAQSIMUSA
ციტატა(919 @ Jun 16 2011, 06:26 PM) *
კავკასიური გველგესლა, ველის გველგესლა და ცხვირრქოსანი გველგესლა.



თუ მოგეპოვება იქნებ ზემოთ ჩამოთვლილის სურათებიც დადო თვალსაჩინოებისთვის! მადლობა ინფორმაციისთვის!
919




sos049
ციტატა
რატომ ერჩიან ამ ლამაზ არსებას მაინც ვერ ვხდები.

უთხრა უფალმა ღმერთმა გველს:რაკი ეს ჩაიდინე,წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის,ყველა გარეულ ცხოველს შორის!მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.
მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის,შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის:ის თავს გიჭეჭყავდეს,შენ კი ქუსლს უგესლავდე!



ძველი აღთქმა.
დაბადება.
o.cho
ვაიმე ეს რქიანი ჩემს დაჩაზე შემომეთიბა შემთხვევით ზუსტად ეს იყო ცხვირზე რქით ესეც შხამიანია?
giga_bai
sos049

მესმის თქვენი ბატონო სოსო, უბრალოდ ჩემთვის ცოცხალი არსების მოკვლა დიდი დანაშაულია. რამდენად დიდი ცოდვაც არ უნდა აწევდეს კისერზე , მე არ შემიძლია განვსაჯო ის. ძველი აღთქმა არ ქადაგებს იმას, რომ როდესაც გველი შეგხვდება მოკლა ის. "ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე" - ეს ორი ქმედება არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ ნაგულისხმევია ადამიანის ცოდვაც . რომ შევაბრუნოთ "ის ქუსლს გგესლავდეს, შენ კი თავს უჭეჭყავდე" იგივე გამოდის. გველთან ერთად ჩვენც უდიდესი ცოდვა გვაწევს კისერზე. ამიტომ ვიყოთ კეთილები და მშვიდები. ესეთია ჩემი აზრი.


giga_bai
919

მადლობა გიგა ინფორმაციისთვის
sos049
ციტატა(giga_bai @ Jun 17 2011, 05:02 AM) *
sos049

მესმის თქვენი ბატონო სოსო, უბრალოდ ჩემთვის ცოცხალი არსების მოკვლა დიდი დანაშაულია. რამდენად დიდი ცოდვაც არ უნდა აწევდეს კისერზე , მე არ შემიძლია განვსაჯო ის. ძველი აღთქმა არ ქადაგებს იმას, რომ როდესაც გველი შეგხვდება მოკლა ის. "ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე" - ეს ორი ქმედება არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ ნაგულისხმევია ადამიანის ცოდვაც . რომ შევაბრუნოთ "ის ქუსლს გგესლავდეს, შენ კი თავს უჭეჭყავდე" იგივე გამოდის. გველთან ერთად ჩვენც უდიდესი ცოდვა გვაწევს კისერზე. ამიტომ ვიყოთ კეთილები და მშვიდები. ესეთია ჩემი აზრი.

ღმერთო დიდებულო!... მერწმუნეთ, ეს ციტატა არანაირად არ იყო მოწოდება,რომ გველებს თევები უჩეჩქვოთ!
მიუხედავად იმისა,რომ საოცრად მეშინია ამ არსებების,ყოველთვის ვცდილობ ჯოხით მოშორებით მოვისროლო ახლოს მოსული და არც მიფიქრია მაგათთვის თავის გაჭეჭყვა.
სად მაქვს მაგის დრო? რომ დავინახავ, ისეთს "დავგაზავ"ხოლმე.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რა თქმა უნდა მადლობა გიგა ბატონს ინფორმაციისათვის!
tagvi
ძალიან ადრე ..მე და მეგობარი გაჩიანში მტკვარზე ვიყავით სათევზაოდ დავიჭირეთ რაღაც გველი და 5 ლიტრიან პლასტმასის ბალონში შევაცურეთ მოვხუფეთ..smile.gif მოვდივართ მანქანისკენ შემოგვხვდა ვიღაც თათარი დაიწყო ყვირილი ვიფიქრე რა შეეცოდა ეს გველი მეთქი დაუძახა ვიღაც ტიპებს რომ ვერ გაგვაგებინა რა უნდოდა და გიურზა ყოფილია ეს ჩვენი გველი..))
giga_bai
sos049


უკაცრავად ბატონო სოსო. სხვანაირად გავიგე თქვენს მიერ მოყვანილი ციტატა და მაგიტომ განვმარტე ასე, მაგრამ ამას ალბათ სხვა წაიკითხავს (ვინც თავს უჭეჭყავს laugh.gif ) და ცოტა მაინც გამოიჩენს შემწყალებლობას. smile.gif
UGORSKI
მე პირადად სადაც შევხვდები იქ ვანადგურებ ნებისმიერი სახეობის ქვეწარმავალს,შეიძლება ეს ცუდია მაგრამ,ამასთანავე კარგიცაა..
sos049
giga_bai-- wink.gif

საქართველოს რომელ ადგილებში...უფრო ზუსტად:მეთევზე,კონკრეტულად რომელ მდინარესთან და ტბასთან შეიძლება წააწყდეს ასეთ შხამიან არსებებს?... huh.gif მოკლედ,სად არ უნდა წავიდე სათევზაოდ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
-და თუ ყოფილი შემთხვევები მეთევზის დაკბენისა?(დადასტურებულად რაც იცის ვინმემ)
მეკობრე
სოსო ისნის ბოლოდან დაწყებული აღმოსავლეთის მიმართულებით გიურზა ყველგან შეიძლება შეგხვდეს. რუსთავში ეგ ქვეწარმავალი კარგა ხანია "ჩამოსულად" აღარ მიიჩნევა. ჩემი მეგობრის მამამ მე5 სართულზე მოკლა სადარბაზოში. უბრალოდ უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვა და ყველაფერი რიგზე იქნება. დაკბენის შემთხვევები არის რათქმაუნდა, ძირითადად კბენს ცხოველებს (ძაღლებს ნადირობისას, ცხვარსა და საქონელს), ადამიანების დაკვების შემთხვევებიც არის შარშან თუ სწორად მახსოვს 2 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა გადაუდებელი დახმარების აღმოუჩენლობის გამო. მაგრამ ყველა შემთხვევა დაკავშირებულია უყურადღებობასთან როგორც წესი
sos049
ციტატა(მეკობრე @ Jun 17 2011, 12:18 PM) *
სოსო ისნის ბოლოდან დაწყებული აღმოსავლეთის მიმართულებით გიურზა ყველგან შეიძლება შეგხვდეს. რუსთავში ეგ ქვეწარმავალი კარგა ხანია "ჩამოსულად" აღარ მიიჩნევა. ჩემი მეგობრის მამამ მე5 სართულზე მოკლა სადარბაზოში. უბრალოდ უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვა და ყველაფერი რიგზე იქნება. დაკბენის შემთხვევები არის რათქმაუნდა, ძირითადად კბენს ცხოველებს (ძაღლებს ნადირობისას, ცხვარსა და საქონელს), ადამიანების დაკვების შემთხვევებიც არის შარშან თუ სწორად მახსოვს 2 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა გადაუდებელი დახმარების აღმოუჩენლობის გამო. მაგრამ ყველა შემთხვევა დაკავშირებულია უყურადღებობასთან როგორც წესი

-ვაი! biggrin.gif
მოსულან და ეგაა რა!
vini-pool
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, დრო რამდენია მაქსიმუმი კბენის შემდეგ ანტიგიურზინის გასაკეთებლად
919
vini-pool
გთხოვ წაიკითხოთ სტატია და შეეშვათ ანტიგიურზინს!
ანტიდოტი, ანტიგიურზინი მხოლოდ რეანიმატოლოგის მიერ
უნდა გაკეთდეს! საწინააღმდეგო შემთხვევაში არის დიდი
შანსი ანაფილაქტიკური შოკის მიღებისა!
Adbex
ამიტომ ყველაზე კარგია რკინის ჩექმები smile.gif და თუ გინდა სულ ზედ იარე smile.gif
919
Adbex

ყველაზე კარგია, გზის გადასავლა მიწისქვეშა გადასასვლელით
ან დაშვებულ გადასასვლელზე (ზებრაზე) შუქნიშნის სათანადო
სიგნალზე. ეს მცირეოდე სტატისტიკური/რიტორიკული გადახვევაა.
საერთოდ კი ქალაქში ჯდომა და "პეჩენიის" კაკაოთი მირთმევა wink.gif
o.cho
ვჟიზნე ბივაიეტ ოგარჩენია დალიე ყავა ჭამე პეჩენია biggrin.gif არაფერ კავშირში არაა მაგრამ ამ პოსტს მოუხდა biggrin.gif
giga_bai
ისე მეთევზეებში გველის კბენის შემთხვევა არ გამიგია. ხშირად უფრო მონადირეებში და იმ ხალხში ხდება, ვინც ბევრს მოძრაობს და გაუკვალავ მინდვრებში და ადგილებში დადის. წყლის ნაპირზე იშვიათად შეიძლება შეხვდე გიურზას. მე როგორც ვიცი სისველე არ უყვარს, უფრო ცხელ და ქვიან ადგილებში იცის. smile.gif წყალში კიდევ გველი საერთოდ არაა საშიში, თუ ანაკონდა არ არის 10 მეტრიანი. biggrin.gif
dentist
მადლობა საინტერესო და საჭირო სტატიისთვის! მე რამდენადაც ვიცი, გველი თითქმის ბრმაა და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აღიქვამს მიწის ვიბრაციით. შესაბამისად, ის სცნობს ადამიანის ნაბიჯებს და მას გაურბის, თუმცა ზოგჯერ მიმართულება ერევა და პირდაპირ ადამიანისკენ გარბის, რასაც შეცდომით გველის თავდასხმად მიიჩნევენ. თუ ამ დროს არ დავიბნევით და ცოტა გვერდზე გავდგებით, გველი თავის გზას გააგრძელებს და მოგვშორდება. მაინტერესებს, რამდენად სწორია ეს მოსაზრება?
919
გველის ძირითადი საორიენტაციო საშუალება არის თერმო-ლოკაცია და
სუნი, რომელსაც ჰაერიდან ორადგაყოფილი ენით აღიქვამს.
სათანადო რეცეპტორები განლაგებულია დრუნჩის ფრონტალურ ფოსოებში.
გველის თავდასხმის გამოცნობა იოლია, ამას ვხვდებით გველის სხეულის
ზამბარისებური წყობით ან გუნდად მოკეცვით, რასაც თან ერთვის ე.წ. შიშინი
wink.gif
vini-pool
ციტატა(919 @ Jun 17 2011, 05:14 PM) *
vini-pool
გთხოვ წაიკითხოთ სტატია და შეეშვათ ანტიგიურზინს!
ანტიდოტი, ანტიგიურზინი მხოლოდ რეანიმატოლოგის მიერ
უნდა გაკეთდეს! საწინააღმდეგო შემთხვევაში არის დიდი
შანსი ანაფილაქტიკური შოკის მიღებისა!




მემგონი ცუდი არფერი დამიწერია, ჩვეულებრივი შეკითხვა გამიჩნდა,
unsure.gif (პ.ს. სტატია რომ არ წამეკითხა არც გამიჩნდებოდა შეკითხვა)
919
vini-pool
ოკ-ოკ, არავითარი პრობლემა wink.gif
უბრალოდ ანტიგიურზინს იმდენად ხშირად ახსენებენ,
რომ უკვე აქ მაქვს ანაფილაქტიკური შოკი დამართული biggrin.gif

ეს იგივე, რაც ოპერატიული ქირურგიის სახელმძღვანელო დავდო
და აპენდიციტის სიმპტომები შეგასწავლოთ, შემდეგ კი საკუთარი
ხელით ჭია-ნაწლავის ამოკვეთაც გასწავლოთ wink.gif
MAQSIMUSA
ციტატა(919 @ Jun 17 2011, 12:25 AM) *






არადა მაგარი ლამაზებია საშიში რომ არ იყოს მოეფერები კაცი! wink.gif
gigi
ციტატა(tagvi @ Jun 16 2011, 05:31 PM) *
ხალხო გიურზის მოკვლა არ შეიძლება ტყუილათ ..ეგაა ფერმერების ყველაზე დიდი დამხმარე განსაკუთრებით შირაქი დედოფლისწრაოსკენ ანადგურებს მღნელებს რომლებიც ანადგურებენ მოსავალს..


აუჰ, "თაგვისგან" გამიკვირდა ეს პოსტიsmile.gif
919
აი როგორ ხდება ძაღლის გადარჩენა:

1. პირველ რიგში ძაღლი დასაწვენია და გასაუძრავებლად ეს ძალზედ მნიშვნელოვანი - უკვე მიწერია რატომაც!
2. შპრიცით ან პირით უნდა ამოწოვოთ შხამის მაქსიმალური რაოდენობა (პირველი 10 წუთის განმავლობაში)
3. (სანამ არ შეშუპდა) 0.5%-იანი ნოვოკაინით 10მლ-ს ოდენობით დასაჩხვლეტია ნაკბენის ორგვლის 3 უბანში.
თუ შეშუპება განვითარდა დასაჩხვლეტია საზღვარი (ნოვოკაინით). აქვ ვგულისხმობ მცირეოდე კანქვეშა ინიექციის
განაწილებას 10მლ/3-ზე.
4. კუნთში 1 მლ სუპრასტინი ან დიმედროლი (რომელიც არ არის დაშვებული თავისუფალი გაყიდვისათვის)
აგრეთვე კანქვეშ შეგვყავს ადრენალინი 0.5-1.0 მლ, შემდეგ ათროპინი იგივე რაოდენობა კანქვეშ.
5. პრედნიზოლონი 0.5-1.0 მლ კუნთში
6. შპრიცით კანქვეშ ქეჩოში შესაყვანია ფიზიოლოგიური ხსნარი (თუ ძაღლს პირღებინება ან ფაღარათი აქვს
ეს პროცედურა მეორდება 1-2ჯერ 10-15 წუთის ინტერვალით).
7. სულფაკამფოკაინი 2 მლ ან კოფეინი 1მლ (ეს უკვე გულის ფუნქციების მხარდაჭერისათვის)
8. ტრაუმელი 10.მლ შოკის საწინააღმდეგოდ კუნთში
9. ასვით რეგიდრონი

ყველა პრეპარატი უნდა გაკეთდეს სტერილური სხვა და სხვა შპრიცით!!!
zeppelina
ჰოო ამ არსებას ერთხელ შევხვდი და ისე მოვძუძგე ალბათ სიცილით მოკვდა biggrin.gif:D
tagvi
ზემოთა 4 სურათი რა ჯიშის გველებია ..?
როგორც ვხვდები ეგენია აქაური შხამიანები და რა ადგილებში გვხვდება..მთიან ადგილებში ალპურ ზონებში თუ არის შხამიანი გველი..?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.